ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით

ჩვენი ამოცანა ახლა არის სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ითქვა რუსეთში და რა სხვა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით - ჩვენზე, ჩვენს დამოუკიდებლობაზე ზეწოლისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი ინფორმაციით, დღეს უკრაინის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

„უკრაინა მზადაა ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობის მიღწევა - და რომ ეს, ბოლოს და ბოლოს, ღირსეული მშვიდობა იყოს. მხოლოდ ღირსეული მშვიდობა უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოებას და ჩვენ სრულად გვესმის, რომ ეს მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ქალაქ მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი. აშშ-ის მხრიდან კი დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი, რომლებიც სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება