უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, ჟენევასა და მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკეკებზე, ამ საკითხებზე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ცვალებად პოზიციებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ საკითხში აშშ-ს პოზიცია, ევროპის პოზიცია, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტ პუტინის მუქარები ევროპის მიმართ, და ამავე თემებზე, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ჩინეთის პოზიცია, „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
- ბატონო ნიკოლოზ, ვინც საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე ჟენევასა და მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკეკებს, ასევე ამავე თემაზე ევროპის დედაქალაქებში კონსულტაციებსა და შეხვედრებს, გაკვირვებას ვერ მალავენ იმის გამო რაც ხდება.
ჯერ იყო ბევრი გააოცა უიტკოფსა და უშაკოვს შორის სატელეფონო საუბარმა. ისიც ითქვა, რომ სკანდალური საუბრის ჩანაწერის გავრცელება მოსკოვის ინტერესებში იყო და მათი გაკეთებულია, რათა შემდეგ კრემლში შემუშავებული უკრაინაში ომის დასრულების 28 პუნქტიანი გეგმის მოწონების შესახებ პრეზიდენტ ტრამპს განეცხადებინა.
ასეც მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა რომ ტრამპი კიევისაგან რუსების მიერ ოკუპირებული დონბასის, ასევე ყირიმის რუსებისთვის გადაცემას, უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას და უკრაინის არმიის 600 ათასით განსაზღვრავს ითხოვს, აშშ-ც და ევროპაშიც ბევრმა თქვა რომ „ტრამპი პუტინის მხარესაა“, მეტიც, „აშშ-ს თეთრი სახლი პუტინის ადმინისტრაციაა“.
მოსკოვში უიტკოფ-პუტინის შეხვედრა, რომელშიც ტრამპის სიძე კუშნერი მონაწილეობდა უშედეგოდ დასრულდა. თავიდან მომზადებულმა 28 პუნქტიანმა ომის დასრულების რუსულმა გეგმამ კორექტივები კი განიცადა, მაგრამ, ცხადია, რომ იგი სრულად ამოვარდნილია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიიდან და პრაქტიკიდან და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე არსებული უსაფრთხოების სისტემიდან. უსაფრთხოების აქამდე არსებული სისტემა რომ რეალურად ფრაგმენტირებულია, ცხადადაც კი ჩანს.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში ომის დასრულების პუტინისა და ტრამპის გეგმებსა და ამ იმ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის ამ თემაზე მიმდინარეობს?
- საერთოდ, სამშვიდობო წინადადებების შემუშავების დამკვიდრებული პრაქტიკა უკვე კარგი შედეგის მომასწავებელი არ არის. სიტუაცია, როცა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულუარულად და ერთობლივად იმუშევებს წინადადებებს რუსულ მხარესთან და შემდეგ მათ ულტიმატიური ფორმით ახვევს თავს აგრესიის მსხვერპლ სახელმწიფოს, არანორმალურია.
ასეთმა პრაქტიკამ გამოიღო სწორედ ის შედეგი, რაც უნდა გამოეღო - ე.წ. ტრამპის 28 პუნქტიანმა გეგმამ აშკარად პუტინის გეგმის ნიშნები შეიძინა და ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციის შეთანხმებას დაემსგავსა.
როცა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულუარულად და ერთობლივად იმუშევებს წინადადებებს რუსულ მხარესთან და შემდეგ მათ ულტიმატიური ფორმით ახვევს თავს აგრესიის მსხვერპლ სახელმწიფოს, არანორმალურია
საბედნიეროდ, ზელენსკი უკვე დაჩვეულია სიურპრიზებს ტრამპისაგან და შესაბამისად ასეთ შემთხვევებში უკრაინული მხარე გარკვეული, მოქნილი ალგორითმით მოქმედებს, რომელიც გამორიცხავს მყისიერ, უხეშ, ნეგატიურ რეაგირებას და აძლევს საშუალებას პროცესში ჩართულ სხვა მოთამაშეებს და ფაქტორებს გაშალონ თავიანთი მოქმედება და თანდათანობით ნიველირება გაუკეთონ არასასიამოვნო რეალობას.
ასეც მოხვდა ამ შემთხვევაში. ზელენსკიმ აირიდა თავიდან ტრამპთან შუბლით შეჯახება და თანდათან 28 პუნქტიანი დოკუმენტის თავგადასავალი ისე განვითარდა, რომ მის სახეცვლილ ვერსიაზე უკვე თავად პუტინს მოუწია უარის თქმა.
ე.წ. ტრამპის 28 პუნქტიანმა გეგმამ აშკარად პუტინის გეგმის ნიშნები შეიძინა და ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციის შეთანხმებას დაემსგავსა
თუმცა, მთელ ამ პროცესში ახალი სიცხადით გაშიშვლდა ის მეტად არასასიამოვნო რეალიები, რომელიც მას თან ახლავს და პირველ რიგში ამერიკული მხარის პუტინის რეჟიმთან ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. უიტკოფ-უშაკოვის გამოჟონილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ალბათ ამ თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე უფრო ულამაზო და აღმაშფოთებელი ფაქტია.
მთელ ამ პროცესში ახალი სიცხადით გაშიშვლდა ის მეტად არასასიამოვნო რეალიები, რომელიც მას თან ახლავს და პირველ რიგში ამერიკული მხარის პუტინის რეჟიმთან ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. უიტკოფ-უშაკოვის გამოჟონილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ალბათ ამ თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე უფრო ულამაზო და აღმაშფოთებელი ფაქტია
- ამ პროცესების ფონზე პრეზიდენტი პუტინი პრაქტიკულად ღიად ემუქრება ევროპას - „ჩვენ ევროპასთან ომი არ გვინდა, მაგრამ, მათ თუ უნდათ, მზად ვართო“.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს ძალისხმევით ე.წ. 28 პუნქტიანმა გეგმამ ცვლილებები კი განიცადა, მაგრამ, მისივე მტკიცებით, „უკრაინამ ჯერ ხელი უნდა მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, უკრაინის უსაფრთხოებაზე შემდეგ ვილაპარაკებთო“.
მას შემდეგ, რაც უკრაინას ევროპა გამოესარჩლა, რომელიც ამჟამად აშშ-გან იძენს იარაღს უკრაინის დასახმარებლად, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები აკრიტიკეს, ვაშინგტონმაც და მოსკოვმაც ევროპა იმაში დაადანაშაულებს, რომ ევროპას არ უნდა მშვიდობა.
არადა, ევროპა, როგორც უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ „სამართლიან მშვიდობაზე“ საუბრობენ.
ამ ფონზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა - „ვფიქრობ, ევროკავშირს არა აქვს უფლება განსაზღვროს თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ასევე ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მ თავისი ეროვნული ინტერესები“. ფაქტია, რომ პუტინმა ამ ეტაპისთვის შეძლო ის, რომ უკრაინის საკითხში ევროპისა და აშშ-ს პოზიციებში არა თუ თანხვედრაა, დიდი განსხვავებაა.
მოუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლებაში მეორე პირმა მოსკოვში ვიზიტისას საკმად მკაცრი განცხადებები გააკეთა რუსეთის მისამართით, გაუგებარი დარჩა, ამ განცხადებების საბაბი და მიზანი.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროპის მისამართით პუტინის გამკაცრებული რიტორიკა?
ევროპის მისამართით ვაშინგტონის კრიტიკა?
მხოლოდ აშშ-ს მხარდაჭერა შეიძლება იყოს ამის მიზეზი თუ ჩინეთის მხარდაჭერაც? თუ უკვე ღიად ჩანს, რომ აშშ და ჩინეთი კულუარებში რუსეთისთვის იბრძვიან?
- პუტინს უკვე დიდი ხანია კარგად აქვს ათვისებული ევროპის დაშანტაჟების ტექნოლოგია. მოცემულ ვითარებაში მას ეს კიდევ უფრო უადვილდება.
როგორც ვხედავთ, ტრამპს და მის ადმინისტრაციას გაცილებით უფრო უკეთესი ურთიერთგაგება და ურთიერთობის ემოციური ფონი აქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებთან.
რადგან ტრამპსა და პუტინს შორის ერთობლივად შემუშავებულ გეგმას სწორედ ევროპის ქვეყნები აღუდგნენ წინ, გასაკვირი არაა, რომ ევროპა ამ ორივე ქვეყნის თავდასხმის ქვეშ მოექცა.
სიტუაციას მკვეთრად ამძიმებს ის, რომ აშშ, როგორც მინიმუმ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, პრაქტიკულად ჩაეხსნა თავის ვალდებულებებს ნატო-ს ხაზით. საქმე იქამდე მივიდა, რომ 28 პუნქტიან გეგმაში ტრამპი გამოდის წინადადებით გაიმართოს ნატო-რუსეთის მოლაპარაკებები აშშ-ს შუამავლობით, თითქოს აშშ ნატო-ს წევრი არ იყოს.
სიტუაციას მკვეთრად ამძიმებს ის, რომ აშშ, როგორც მინიმუმ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, პრაქტიკულად ჩაეხსნა თავის ვალდებულებებს ნატო-ს ხაზით. საქმე იქამდე მივიდა, რომ 28 პუნქტიან გეგმაში ტრამპი გამოდის წინადადებით გაიმართოს ნატო-რუსეთის მოლაპარაკებები აშშ-ს შუამავლობით, თითქოს აშშ ნატო-ს წევრი არ იყოს
აშშ-მ უარი განაცხადა ნატო-ს ევროპული სარდლობის უფროსის ტრადიციულად ამერიკულ პოზიციაზე და ეს თანამდებობა უკვე გერმანელმა გენერალმა დაიკავა. ამერიკელებს მინიმუმადე აქვთ დაყვანილი თავისი მუშაობა და თანამშრომლობა ნატო-ს სტრუქტურებში.
ანუ, ნატო-ში დღესდღეობით მოშლილია მისი მთავარი ფუნქცია - აშშ-მ დაიცვას ევროპა აღმოსავლეთიდან წარმოშობილი საფრთხისგან. ვაშინგტონმა პრაქტიკულად ევროპა პირისპირ შეატოვა რუსეთს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში პუტინი გაცილებით უფრო თამამად ემუქრება ევროპას.
ნატო-ში დღესდღეობით მოშლილია მისი მთავარი ფუნქცია - აშშ-მ დაიცვას ევროპა აღმოსავლეთიდან წარმოშობილი საფრთხისგან. ვაშინგტონმა პრაქტიკულად ევროპა პირისპირ შეატოვა რუსეთს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში პუტინი გაცილებით უფრო თამამად ემუქრება ევროპას
საერთაშორისო სამართლის ირგვლივ ატეხილი ხმაური შემთხვევითი არ არის. 20 პუნქტიანი გეგმა თავისი შინაარსით პრაქტიკულად საერთაშორისო-სამართლებრივი სისტემისა და მსოფლიოს და ევროპის უსაფრთხოების ქვეშ ამოდებულ ნაღმს წაროადგენს.
დღვანდელი მსოფლიოს და ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედს საზღვრების ურღვევობის და და მათი ომის გზით შეცვლის დაუშვებლობის პრინციპი წარმოადგენს, რომელიც ასახულია გაეროს ქარტიაში და ჰელსინკის ფინალურ აქტში.
20 პუნქტიანი გეგმა თავისი შინაარსით პრაქტიკულად საერთაშორისო-სამართლებრივი სისტემისა და მსოფლიოს და ევროპის უსაფრთხოების ქვეშ ამოდებულ ნაღმს წაროადგენს
საკმარისია, 28 პუნქტიანი გეგმის მაგვარი დოკუმენტით შეიქმნას იმის პრეცედენტი, რომ აგრესორ ქვეყანას ომით მოპოვებული ტერიტორიები იურიდიულად დაუმტკიცდეს, მსოფლიო უსაფრთხოების სამართლებრივი სისტემა ჩამოშლილია და ჩვენ საერთაშორისო-სამართლებრივ ჯუნგლებში შევაბიჯებთ, სადაც ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც სიტუაციას ხელსაყრელად ჩათვლის, შეიძლება საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების მოგვარება ომის გზით დაიწყოს.
ძნელი წარმოსადგენი არაა რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც, მაგალითად, საქართველოა. ამდენად, რუბიოს უხეში რიტორიკა ევროპის მისამართით საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით აშკარად უადგილოდ და უსამართლოდ მიმაჩნია.
აშშ-ს ადმინისტრაციის ხედვა და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს საკუთარი და საერთაშორისო ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ჩინეთის მიმართულებაზე, რომელსაც აშშ დღეს მთავარ სფრთხედ და პრობლემად აღიქვამს.
ამისათვის მას უნდა მაქსიმალურად გამოანთავისუფლოს საკუთარი თავი ევროპული უსაფრთხოების პრობლემატიკიდან, ხოლო რუსეთი მინიმალური დანაკარგებით გამოიყვანოს უკრაინის ომიდან, რათა შემდგომში ის ჩინეთთან დაპირისპირებაში თავის მხარეს იხილოს. სწორედ ამით არის გამოწვეული ჩინეთის გაღიზიანება და ხისტი რიტორიკა რუსეთის მისამართით.
ტრამპის ეს სტრატეგია ძალიან ახლომხედველური და მიამიტურია, მის ამორალურობაზე აღარ ვსაუბრობ. ვფიქრობ, ტრამპს თუ ჰგონია, რომ თავისი დიდი ხნის და ტრადიციული მოკავშირეების ასეთი უხეში ღალატის ფონზე ის შეძლებს ჩინეთთან დაპირისპირებაში თავის მხარეზე მთელი რიგი ქვეყნების ჩათრევას, ის ძალიან ცდება.
ტრამპს თუ ჰგონია, რომ თავისი დიდი ხნის და ტრადიციული მოკავშირეების ასეთი უხეში ღალატის ფონზე ის შეძლებს ჩინეთთან დაპირისპირებაში თავის მხარეზე მთელი რიგი ქვეყნების ჩათრევას, ის ძალიან ცდება
არ შეიძლება დააკარგინო საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო ნდობა და ავტორიტეტი და მერე საიმედო თანამშრომლობის და მოკავშირეობის იმედი გქონდეს. გარდა ამისა, ძალიან არასერიოზულია იმის იმედის ქონა, რომ აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში რუსეთი ცალსახად აშშ-ს მხარეზე ითამაშებს. ის სწორედ ამ დაპირისპირებაზე ითამაშებს, რათა იქიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და ამავე დროს შეიძლება გამოიყენოს ეს მომენტი ევროპაში საკუთარი აგრესიის გასაღრმავებლად.
ძალიან არასერიოზულია იმის იმედის ქონა, რომ აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში რუსეთი ცალსახად აშშ-ს მხარეზე ითამაშებს
ასე რომ, ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის და შემდგომ ადმინისტრაციას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება ტრამპის მიერ დატოვებული მძიემე მემკვიდრეობის გამოსასწორებლად.
- როცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროპის პოზიციაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ნატო-ს გენმდივანის განცხადება - „პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს შეუძლია გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, უკრაინის მხარდაჭერას ვაძლიერებთ და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით - არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად“.
ასევე ბელგიის პრემიერის განცხადებები იმის შესახებ, რომ - „ვინ თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზიაა“. მეტიც, მან ასევე თქვა რომ ევროპულ ბანკებში რუსული აქტივების რუსეთისთვის ჩამორთმევა არასწორი იქნებოდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ ჩამოურთმევიათ გერმანელებისთვის ფული.
ვხედავთ, რომ ამ საკითხებზე ევროპის რიგ ქვეყნებში აზრთა სხვადასხვაობა მატულობს. გერმანიამ ისრაელისგან თავდაცვის სისტემები შეიძინა და ამბობს რომ მზად უნდა იყოს რუსეთისგან დაიცვას არა მხოლოდ გერმანია, არამედ ევროპაც.
პუტინი ცდილობს აშშ-მ აღიაროს მის მიერ აქამდე ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები, მაგრამ, დღეს თითქოს, ცხადიც კია, რომ დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებული არ იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ვერ აშშ-ს კონგრესი და ვერც სენატო მას ვერ მიიღებენ. თუმცა, აქაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
უკრაინის საკითხში ვაშინგტონისა და ევროპის განსხვავებული პოზიციები და მიდგომები როდემდე შეიძლება გაგრძელდეს და რაც მთავარია, სავარაუდოდ, რა შედეგებით დასრულდეს?
- დიახ, არ არის ხშირად ევროპაში ერთსულოვნება, განსაკუთრებით როცა საქმე რუსეთს, უკრაინას და მათ შორის ომს ეხება.
ამიტომ ევროპელებს ამ საკითხში მოუწევთ მოქმედება არა იმდენად ინსტიტუციების (ნატო, ევროკავშირი), არამედ ეროვნულ დონეზე და მოსურნე ქვეყნების სიტუაციური ალიანსებისა და კოალიციების მეშვეობით.
ევროპისა და ევროპის წამყვანი და ძლიერი ქვეყნების ეროვნულ დონეზე ქმედება უფრო სწრაფი, ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანიის განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
ევროპისა და ევროპის წამყვანი და ძლიერი ქვეყნების ეროვნულ დონეზე ქმედება უფრო სწრაფი, ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანიის განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ
რაც შეეხება აშშ-ს, MAGA-ს იდეოლოგია და იზოლაციონისტური ტენდენციები სულაც არ არის უპირობო და უალტერნატივო. უბრალოდ, ამ ყველაფერმა მოცემულ მომენტში იმძლავრა და საქმე ისე არ არის, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსს ტრამპი და მისი გუნდი მუდმივად და შეუფერხებლად გაატარებენ.
ამ თვალსაზრისით მათ არც ისე მარტივად აქვთ საქმე არც კონგრესში და არც ამერიკულ საზოგადოებაში, ტრამპის გუნდისაგან განსხვავებით უკრაინისადმი მხარდაჭერა და სიმპატიები გაცილებით უფრო ძლიერია და დამაჯერებელ უმრავლესობას მოიცავს.
არც კონგრესში და არც ამერიკულ საზოგადოებაში, ტრამპის გუნდისაგან განსხვავებით უკრაინისადმი მხარდაჭერა და სიმპატიები გაცილებით უფრო ძლიერია და დამაჯერებელ უმრავლესობას მოიცავს
უბრალოდ, უკრაინამ და ევროპამ უნდა შეძლონ და გაუძლონ და გადალახონ არსებული რთული მომენტი. რაც უფრო მყარად იდგებიან უკრაინა და ევროპა, მით უფრო მალე მოიპოვებენ ისინი მეტ მხრდაჭერას უკვე ამერიკაშიც.
ოღონდ, აუცილებელია ევროპაში მოხდეს არსებული გამოწვევების მიხედვით მკაფიო და ეფექტიანი ფსიქოლოგიური და პრაქტიკული გადაწყობა.
- ვითარებაში, როცა პუტინს უკვე მომგებიანი პოზიცია აქვს იმ თვალსაზრისით რომ ტრამპი აღარ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა ჯერ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რუსეთი აძლიერებს შეტევებს დონბასის მიმართულებაზე.
რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. ცეცხლის არშეწყვეტის გამო რუსეთის მიმართ ტრამპის მუქარები სანქციების დაწესების შესახებ, მუქარებად რჩება. ახლა, ძირითადად იმაზეა მსჯელობა ამერიკული გეგმის მორიგი დაწუნების გამო რა მოხდება. უფრო სწორად რა განცხადებებს კი არ გააკეთებს, არამედ რა ნაბიჯებს გადადგამს ტრამპი.
მიუხედავად უკრაინაში აგორებული კორუფციული სკანდალისა, ზელენკი ცდილობს დიპლომატიურ ლავირებას როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან. თან ჯერ ახერხებს საშინაო პოლიტიკაში იმას, რომ სიტუაცია მის კონტროლს ექვემდებარებოდეს.
ზელენსკი აცხადებს, რომ - „უკრაინა აშშ-ში ახალ შეხვედრებს ამზადებს - რაც ახლა ხდება, საკმაოდ შედეგიანია - მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი ღირსეული მშვიდობა.“
პუტინის მიმართ ლოიალობის გათვალისწინებით რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ზელენსკის მოლაპარაკებები ტრამპთან?
- უკრაინის ყველა ფორმაციის ისტებლიშმენტის ძლიერი მიდრეკილება კორუფციისკენ ცნობილი პრობლემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნათლად სჩანს, რომ ეს თემა აშკარად გამოყენებულია ზელენსკიზე ზეწოლისთვის. კორუფციული სკანდალი ზუსტად დაამთხვიეს დროში 28 პუნქტიანი გეგმის შეთავაზებას. ეს ყველაფერი ნამდვილ ულტიმატუმს ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე უკრაინამ ევროპის დახმარებით შეძლო ზეწოლისათვის გაძლება.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, როგორც აუცილებელ პირობას სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ეს პრინციპი არვითარ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს გადასინჯვას.
დაუშვებელია, უკრაინა მოლაპარაკებებს საფეთქელზე მიდებული პისტოლეტის პირობებში ატარებდეს. სამწუხაროა, რომ ტრამპმა ამ პრინციპს გადაუხვია, მაგრამ დროა უკვე ყველა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აშშ ამ პროცესში ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ ფაქტორს წარმოადგენს. უნდა მიიღონ ეს როგორც ამოცანის მოცემულობა და იმოქმედონ შესაბამისად.
დაუშვებელია, უკრაინა მოლაპარაკებებს საფეთქელზე მიდებული პისტოლეტის პირობებში ატარებდეს. სამწუხაროა, რომ ტრამპმა ამ პრინციპს გადაუხვია, მაგრამ დროა უკვე ყველა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აშშ ამ პროცესში ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ ფაქტორს წარმოადგენს. უნდა მიიღონ ეს როგორც ამოცანის მოცემულობა და იმოქმედონ შესაბამისად
რაც შეეხება ზელენსკის მოლაპარაკებებს ტრამპთან, საქმე სულაც არ არის ისე, თითქოს მას, როგორც თავის დროზე ტრამპი ეუბნებოდა, კარტები არ უჭირავს ხელში. ზელენსკის მხარესაა აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილისა და აშშ-ს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და მან ისწავლა ამ ფაქტორების ეფექტიანად გამოყენება.
რაც შეეხება ზელენსკის მოლაპარაკებებს ტრამპთან, საქმე სულაც არ არის ისე, თითქოს მას, როგორც თავის დროზე ტრამპი ეუბნებოდა, კარტები არ უჭირავს ხელში. ზელენსკის მხარესაა აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილისა და აშშ-ს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და მან ისწავლა ამ ფაქტორების ეფექტიანად გამოყენება
ცხადია, ის აღარ შევა ტრამპთან და მის გუნდთან ისეთ კონფლიქტში, როგორც ეს იმ ავადსახსენებელი შეხვედრის დროს მოხდა, მაგრამ ზრდილობიანად და მტკიცედ დაიცავს თავის ინტერესებს.
- მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმსპინძლა, სომხეთში დაწყებულია ე.წ. „ტრამპის გზის“ გეგმის მშენებლობა, საქართველოს მიმართ ვაშინგტონის პოზიცია მკაფიოდ არ ჩანს.
პრემიერ ირაკლი კობახიძისა და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ტრამპისთვის მიწერილი წერილებზე ოფიციალურ თბილისს პასუხები არ მიუღია, მაინც ძალაშია დარჩენილი პრეზიდენტ ყაველაშვილის განცხადება რომ იგი ტრამპისგან ზარს ელოდება. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, არა მაქვს განცდა პრეზიდენტი ყაველაშვილი ზარს ვაშინგტინიდან ელოდებოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის პროპაგანდა აღფრთოვანებას არ მალავდა იმის გამო რომ კონგრესის განსახილველ საკითხთა შორის „მეგობარი აქტი“ დღის წესრიგში ვერ მოხვედრა.
მიუხედავადა ამისა აშშ-ს ჰელსინკის კომისია გამოეხმაურა ბი-ბი-სის ფილმს, რომელიც თბილისში თბილისში მომიტინგეთა სავარაუდო მოწამვლას უკავშირდებოდა.
ამ თემაზე ჰელსინკის კომისიამ განაცხადა - „მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია - მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, გადაამოწმონ და სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს“.
ვითარებაში, როცა აშშ-ს პოლიტიკა უკრაინის მიმართ ბევრ კითხვის ნიSანს ტოვებს, თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ?
- საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინსტრაციის დამოკიდებულება და მისი მკაფიოდ ჩამოყალიბების საკითხი დღემდე დამაინტრიგებელ გამოცანად რჩება.
იყო რამდენჯერმე არასახარბიელო შეფასებები პრესსამსახურების უფროსების დონეზე, მაგრამ ამის იქით საქმე ჯერ არწასულა.
საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინსტრაციის დამოკიდებულება და მისი მკაფიოდ ჩამოყალიბების საკითხი დღემდე დამაინტრიგებელ გამოცანად რჩება... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვაშინგტონში რაღაცას ელიან. ჩვენც დაველოდოთ
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვაშინგტონში რაღაცას ელიან. ჩვენც დაველოდოთ, მეც მაინტერესებს. ისე, ქიმიურ იარღთან დაკავშირებული სკანდალი ისეთ მასშტაბებს იძენს, რომ ამან შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ადმინისტრაციის პოზიციის ფორმირებაში
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი