ჯეი დი ვენსი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე - დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ფინიშის ხაზი ჯერ კიდევ არ გადაგვიკვეთავს, იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამ კუთხით კარგი ამბები იქნება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის ჩაშლა მისი თანამდებობაზე ყოფნის ყველაზე დიდ იმედგაცრუება.

კითხვაზე, რა არის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ჯეი დი ვენსმა უპასუხა :

„რუსეთ-უკრაინის საკითხი, ვფიქრობ, მთელი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა. ნამდვილად ვფიქრობდით - და თქვენ მილიონჯერ გსმენიათ პრეზიდენტისგან ეს - რომ ეს იქნებოდა ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი ომი და თუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევას აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის მიღწევაზე უფრო ადვილად ჩათვლიდით, გეტყოდით, რომ გაგიჟდით“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი განცხადებით, ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს.

„ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ გადაგვიკვეთავს ფინიშის ხაზი. ვფიქრობ, იმედი არსებობს - იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამ კუთხით კარგი ამბები იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება