აღმოაჩინე Webster University Tbilisi-ს კომპიუტერული მეცნიერების უნიკალური საბაკალავრო პროგრამა

დასაქმების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია - კომპიუტერული მეცნიერებები უკვე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში, Webster University Tbilisi-ში, შეგიძლიათ შეისწავლოთ.

შეგახსენებთ, ვებსტერის 100 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე გლობალურმა საგანმანათლებლო ქსელმა თბილისის კამპუსი- Webster University Tbilisi- 2021 წელს გახსნა და ქართველებს ამერიკული განათლებასა და დიპლომის მიღების შესაძლებლობა მისცა, ქვეყნის დატოვებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე.

Webster University Tbilisi-ში კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა მეორე წელია ხორციელდება და სწავლა ამერიკის სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამით მიმდინარეობს. თითოეული პროგრამა და მათ შორის კომპიუტერული მეცნიერებები აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო დონეზე-აშშ-სა და ევროპაში, ისე ადგილობრივად - საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისად პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ 2 დიპლომი.

აქვე, გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ Webster University Tbilisi-ის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა.

საერთაშორისო აღიარება

Webster University არის სრულად აკრედიტებული ამერიკული უნივერსიტეტი, რომელსაც აღიარებს Higher Learning Commission (HLC) აშშ-ში და საქართველოში ეროვნული განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი. მისი ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა დამატებით აკრედიტებულია ACBSP-ით. უნივერსიტეტი აღიარებულია გავლენიანი რეიტინგების მიერ, როგორიცაა U.S. News & World Report, განსაკუთრებით მაღალი სტუდენტური ჩართულობის მაჩვენებლით, რაც ხაზს უსვამს მის საგანმანათლებლო ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სწავლების გარემოს.

გამორჩეული აკადემიური პერსონალი

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

უნიკალური პროგრამა და მუდმივად განახლებადი სასწავლო მასალები

პროგრამა მოიცავს STEM მიმართულებებს და შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი მოდულების სასწავლო მასალებით, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების, ალგორითმების და მონაცემთა სტრუქტურების, ასევე მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის მართვის მიმართულებებით.

გარდა პროფესიული მოდულებისა, პროგრამა მოიცავს გლობალური მოქალაქეობის მოდულსაც, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებში ინტერკულტურული კომპეტენციის, ეთიკური ცნობიერების, ასევე გლობალური სოციალური საკითხებისა და პასუხისმგებლობების განვითარების ხელშეწყობას.

საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი მუდმივად განახლებადი სასწავლო მასალებით მიმდინარეობდეს. Webster University-ის სასწავლო პროგრამა კი ბაზარზე სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ მუდმივად უახლეს ტენდენციებთან არის თანხვედრაში.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად Webster-ის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, 160-მდე სამეცნიერო ბაზით.

დასაქმების პერსპექტივა

IT სფერო კვლავ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად რჩება. Webster University-ს უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილების გაზაირება და დარგის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინება კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს წარმატებით დასაქმდნენ ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Software Developer / Engineer, Cybersecurity Analyst, Data Scientist, Artificial Intelligence / Machine Learning Engineer, Systems Analyst, IT Project Manager და სხვა.

სწავლის ღირებულება

როგორც უკვე აღვნიშნეთ Webster University Tbilisi -ში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი მხოლოდ 7900$ დოლარია, რაც საშუალოდ 2,5-ჯერ ნაკლებია სხვა კამპუსების გადასახადზე.

შიდა დაფინანსება

სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო გრანტი 1400$-ის ოდენობით.

სწავლა საზღვარგარეთ

ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ Webster University-ის საერთაშორისო კამპუსებში მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა სენტ ლუისი, ათენი და ჟენევა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო