„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს

კომპანია „გალფისა“ და ტექნოლოგიური სკოლა რე:სქულის ინიციატივით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები სრულიად უსასყიდლოდ

ვებპროგრამირებაში გადამზადდებიან. პირველ ეტაპზე სასწავლო კურსები გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთში იანვრიდან დაიგეგმება. პროგრამა აძლევს მოზარდებს შესაძლებლობას, დაეუფლონ ვებპროგრამირებას ისეთ დონეზე, რომელიც საშუალებას მისცემს იმუშაონ, როგორც საქართველოში, ისე დისტანციურად საერთაშორისო ბაზრებზე - არ დატოვონ საკუთარი სახლი და მიიღონ კონკურენტუნარიანი ანაზღაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება AI საგანმანათლებლო პროგრამა თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის. AI Lab პროგრამა განკუთვნილია 12–15 წლის მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს AI-ის შესწავლა, მისი შექმნა და გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, დაეუფლონ AI აპლიკაციების, ჩატბოტებისა და AI აგენტების შექმნას, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვებსაიტების, ტექსტური და აუდიო-ვიდეო კონტენტის გენერაციისთვის. ისინი პრაქტიკულად შეისწავლიან AI-ის გამოყენებას ბიზნესში, მარკეტინგში და სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვასა და განვითარებაში. მიღებული ცოდნა მათ მისცემს შესაძლებლობას მომავალში კონკურენტულ გარემოში დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია გალფის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნას წარმოადგენს, სწორედ ამ მიზნით კომპანია განათლების მიმართულებით არაერთ პროექტს ანხორციელებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება