„საქართველოს ბანკის“ პარტნიორმა კომპანია „აგროჰაბმა“ ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორი კომპანია აგროჰაბი საკუთარი ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად ჰიპერმარკეტის ახალი ფილიალი ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, #19-ში გაიხსნა.

ახალი ფილიალი სავაჭრო სივრცეს, კაფეს, ტერასას და გარე და შიდა საპარკინგე სივრცეებს აერთიანებს. ის სრულად მომხმარებლის ინტერესებზე არის მორგებული. ფილიალში დასაქმებულია ადგილობრივი 300-ზე მეტი თანამშრომელი. საწარმოში კი ყოველდღიურად 1,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება.

ინფორმაციისთვის, აგროჰაბის პირველი ფილიალი 2016 წელს გაიხსნა და ის აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში. კომპანია თავად აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს. მას აქვს ISO22000 სტანდარტით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, ფერმები, ხორცპროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ასევე საკუთარი ღვინის მარანი. აღსანიშნავია, რომ აგროჰაბში წარმოდგენილი პროდუქტები ნატურალური ქართული ნედლეულისგან მზადდება და ის წარმოების ყველა ეტაპზე მრავალსაფეხურიან შემოწმებას გადის.

„აგროჰაბის ქუთაისის ფილიალი არის რიგით მეორე, ბათუმის შემდეგ, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაიხსნა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს მაღალი ხარისხის პროდუქტთან და მომსახურებასთან წვდომა. ჩვენთვის ეს ზრდისა და მომხმარებელთან უფრო ახლოს ყოფნის კიდევ ერთი ნაბიჯია, ხოლო რეგიონისთვის ეკონომიკური სტიმული, რადგან მსგავსი ინიციატივები ქალაქში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და დასაქმებას უწყობს ხელს.

საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა ჩვენი საქმიანობის სტაბილურად განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც საერთო ხედვას ეფუძნება - ხელი შევუწყოთ ქართული წარმოების განვითარებას, მომხმარებლების წახალისებას და ეკოსისტემის გაძლიერებას. წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის: ფერმერული და სასათბურე მეურნეობების გაძლიერება, ცენტრალური წარმოების გაფართოება და უახლესი პროექტი - ცენტრალური წარმოების მზის პანელებით აღჭურვა, რაც ენერგოეფექტიანობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გარდა ამისა, ერთობლივად შექმნილმა აქციებმა და შეთავაზებებმა ათასობით ერთგული მომხმარებელი გააერთიანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პარტნიორობის მიზანი ნამდვილად მომხმარებლის კმაყოფილებაზე არის ორიენტირებული. სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ“, - განაცხადა აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა

ინფორმაციისთვის, აგროჰაბის ქუთაისის შენობის დიზაინზე არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია9“ - მ იმუშავა, რომელიც 2025 წელს პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer A+Awards - ის გამარჯვებული გახდა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება