GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის 182-ე, 75-ე და პირველ ექპერიმენტულ სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის 182-ე, 75-ე და პირველ ექპერიმენტულ სკოლებში მომხმარებელთა უფლებებთან და კონკურენციის პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეებმა მომხმარებლის უფლებების, კონკურენციის პოლიტიკის პრინციპების, ასევე სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა თემით დაინტერესდნენ, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხებს, რაზეც GCCA-ის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს“,-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება