ნინო წილოსანი - ჩახუნაშვილი მეცოდება კიდეც, ის არის დაზიანებული ფსიქიკის, არასწორ გარემოში გაზრდილი - მამამისს სააკაშვილის სურათი არა მხოლოდ სამუშაო სივრცეში, ალბათ, სახლშიც უკიდია, ამიტომ ბელადის გავლენა იგრძნობა მის ვითომ სამედიცინო დასკვნაში

რაღაც კუთხით, ჩახუნაშვილი მეცოდება კიდეც. ის არის დაზიანებული ფსიქიკის, დაზიანებულ გარემოში გაზრდილი - მამამისს მიშა სააკაშვილის სურათი არა მხოლოდ სამუშაო სივრცეში, ალბათ, სახლშიც უკიდია, ამიტომ ამ ბელადის და მისი მავნებლობის გავლენა იგრძნობა იმ ვითომ სამედიცინო დასკვნაში, რომელიც მან გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის „მავნებლური კვლევა“, BBC საქართველოს წინააღმდეგ თავის სპეცოპერაციას ვერაფერზე დააფუძნებდა.

„რაღაც კუთხით, ჩახუნაშვილი მეცოდება კიდეც. ის არის დაზიანებული ფსიქიკის, დაზიანებულ გარემოში გაზრდილი. როდესაც მამამისს მიშა სააკაშვილის, ბელადის სურათი არა მხოლოდ სამუშაო სივრცეში, ალბათ, სახლშიც უკიდია, ალბათ ხვდებით, რამდენად წარმოუდგენლად დაზიანებულ გარემოში იზრდებოდა ეს ადამიანი, ამიტომ ამ ბელადის და მისი მავნებლობის გავლენა იგრძნობა იმ ვითომ სამედიცინო დასკვნაში, რომელიც მან გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩახუნაშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ყველანაირად შეეცდებიან, რომ მთავარი დაწოლის წერტილი გადაიტანონ BBC-ზე, იმიტომ რომ მათ მხარეს არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლის გამოც ისინი შეთითხნიდნენ ამ დოკუმენტებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლა შეეცდებიან თავის უფრო გავლენიან მოკავშირეს შეაწმინდონ ხელი, ამ შემთხვევაში BBC-ის და ყველა დისტანცირდება პროცესიდან, რომლის საწყისი თითოეული მათგანი იყო. ჩახუნაშვილის ის მავნებლური ვითომ კვლევა რომ არა, BBC ვერაფერზე დააფუძნებდა ამ თავის სპეცოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ ამ სტატიაში თუ დოკუმენტურ ფილმში მოხსენიებული თითოეული ადამიანი, საქართველოს გამყიდველი, არის მონაწილე იმ ანტისაქართველოს სპეცოპერაციისა, რომელიც სამწუხროდ, ერთ დროს რეპუტაციულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა,“ - განაცხადა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება