„თეატრი სახელოსნო 42“-ში პრემიერაა

ნოემბრის დასაწყისში ქართული დამოუკიდებელი თეატრის პროდუქცია - „შეშლილის წერილები“ - ჩინეთში, დალიანგშანის მეშვიდე ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალზე პრემიერით წარსდგა. წარმატებული გასტროლის შემდეგ, სპექტაკლი პირველად 18 ნოემბერს, „თეატრი სახელოსნო 42“-ის სცენაზე უკვე ქართველი მაყურებლისთვის შედგა.

„შეშლილის წერილები“ ნიკოლოზ გოგოლის ამავე სახელწოდების ცნობილი, გენიალური მოთხრობის მიხედვით, ლევან წულაძის მიერ დაიდგა. რეჟისორი ნაწარმოების კრიტიკას ცარიზმისადმი ოსტატურად გარდაქმნის ინდივიდივიდის არსებობისათვის აუცილებელ თვითრეფლექსიად ინფორმაციული ქაოსის ერაში. მისთვის დამახასიათებელი იუმორით, მინიმალისტური, თუმცა მომნუსხველი დეკორაციითა და შესანიშნავი, შთამბეჭდავი შესრულებით სპექტაკლი ნამდვილი ტრიუმფია.

იგი მნახველში მრავალ საფიქრალსა და ეგზისტენციალურ კითხვას აღძრავს: არსებობს გზა პიროვნული თავისუფლებისკენ? შევძლებთ დავეთანხმოთ იმ პირობებსა და დაწესებულ საზღვრებს და, ამავდროულად, ვიფიქროთ რაღაც დიდსა და განსხვავებულზე? ნეტავ არის რამე სხვა გზა? საით მივექანებით ჩვენ, ყველანი? არსებობს კი პარალელური თავისუფლება?

დაინტერესებული მაყურებელი სპექტაკლის ხილვას 9, 11 და 23 დეკემბერს შეძლებს. მათ შორის, 9 და 23 რიცხვებში წარმოდგენები ინგლისური სუბტიტრების თანხლებით გაიმართება.

მონაწილეობენ: ნიკა ხრიკული/ზუკა პაპუაშვილი, ნიკა კუჭავა, დუტა სხირტლაძე, ნიკა გოგიძე, ანუკა გრიგოლია, ანა ვასაძე/მარიამ ღვინიანიძე, თეონა ქოქრაშვილი

ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე

ბილეთები სამ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი: tkt.ge, biletebi.ge, ticketfatory42.ge

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება