BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის

2026 წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საგრანტო ფონდი ამოქმედდება. ფონდის რესურსი მოხმარდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას.

ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით მიმდინარეობს საგრანტო ფონდის დაფინანსების სქემის შემუშავება. დაფინანსებისთვის განაცხადის გაკეთებას შეძლებს უნივერსიტეტის ყველა წარმატებული სტუდენტი, რომელიც დააკმაყოფილებს დაფინანსების გაცემის წინაპირობებს.

საგრანტო ფონდში მოქმედი დაფინანსების სქემის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ღია კარის დღეებსა და საინფორმაციო შეხვედრების დროს. საგრანტო სქემის შემუშავების დასრულებისთანავე, ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ჩატარდება შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება