კირილ დმიტრიევი ფრიდრიხ მერცს - ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ, თქვენ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეთ ომის წაქეზებით, მშვიდობის საბოტაჟით, არარეალური წინადადებებით

კანცლერი მერცი ამერიკელებს ადანაშაულებს როგორც „თქვენთან (ზელენსკისთან), ასევე ჩვენთან თამაშში“, ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

„ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ. თქვენ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეთ ომის წაქეზებით, მშვიდობის საბოტაჟით, არარეალური წინადადებებით, დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობით, მიგრაციით და ჯიუტი სისულელით“, - წერს დმიტრიევი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ფრთხილად უნდა იყოს და რომ ამერიკელები მასაც და ევროპასაც ეთამაშებიან. „უახლოეს დღეებში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ისინი [ამერიკელები] თამაშობენ როგორც თქვენთან, ასევე ჩვენთან“, - ციტირებს მედია მერცს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება