დავით მათიკაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ BBC-ის რეპორტაჟში არსებული ფაქტების უარყოფა მოხდეს და BBC-ის ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა დაევალოს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ იმისთვის, რომ მოხდეს BBC-ის რეპორტაჟში არსებული ფაქტების პირდაპირ უარყოფა და BBC-ის აუცილებლად დაევალოს ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, BBC-ის ფილმში მოყვანილი სამედიცინო დასკვნა კრიტიკას ვერ უძლებს.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, „ჩვენ ვართ 9 აპრილის მომსწრე და ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დიდ მასაში“.

„ჩვენ მოვისმინეთ ქართული სამედიცინო საზოგადოების შეხედულება იმ დასკვნებზე, რომელიც BBC-ზე იყო გაშუქებული და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის მტკნარი სიცრუე, რომელიც აქ, თითქოს, სამედიცინო სექტორთან დაკავშირებული რადიკალების მიერ ჩატარებული კვლევებით, ვითომ, დადგინდა. ჩვენ ვართ 9 აპრილის მომსწრე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დიდ მასაში. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მსგავსი ქმედების ფონზე საავადმყოფოები ივსება პაციენტებით. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამგვარი ქმედება იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას და ეს დაზიანება აუცილებლად აისახება სტატისტიკაზე იმ თვალსაზრისით, რომ სამედიცინო სექტორთან მიმართვიანობა იქნებოდა აუცილებლად გახშირებული. ტოქსიკური მოწამვლის არც ერთი შემთხვევა [არ ყოფილა] იმ აქციების შემდეგ მიმართვიანობის თვალსაზრისით. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის მზაკვრული გეგმის ნაწილი, რომ ჩვენი ქვეყანა პროქსი საშუალებად გამოიყენონ, ჩვენი ხალხი გამტარად გამოიყენონ იმ გეგმებისთვის, რაზეც პრაქტიკულად, უკვე დაუფარავად საუბრობენ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ იმისთვის, რომ მოხდეს BBC-ის რეპორტაჟში არსებული ფაქტების პირდაპირ უარყოფა და BBC-ის აუცილებლად დაევალოს ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა იმ დიდი სიცრუისთვის და მზაკვრობისთვის, რომელიც მის მიერ გაშუქებულ რეპორტაჟში იყო,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება