ირაკლი კობახიძე - მათთვის, ვინც მომდევნო წლიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებს, სწავლა იქნება უფასო - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა

ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში, სწავლა იქნება უფასო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასა და დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილეს როგორც მთავრობის, ისე პოლიტიკური საბჭოს ფორმატში.

„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი მიღებიდან, 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში სახელმწიფო სასწავლებელში, სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფოს საუნივერსიტეტო სისტემაში“, -აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 2026 წლიდან, საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება, რის შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა. ამასთან, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებული დაანონსებული ცვლილება, სასწავლო ციკლის დასრულებამდე, არ შეეხებათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება