„სელფი მობაილი“ ქსელის სიახლეებს ახალ კამპანიას უძღვნის

„სელფი მობაილი“ ქსელის სიახლეებს ახალი კამპანიით გვიყვება. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სელფიმ“ ქვეყნის მასშტაბით დაამატა 132 ახალი საბაზო სადგური და 85-ის მოდერნიზაცია მოახდინა. შედეგად, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით გაიზარდა.

„წელს, ქსელის გაძლიერება და განვითარება მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები სამჯერ გავზარდეთ. აპრილიდან ჩვენს კომპანიას სათავეში როსტომ ტალახაძე ჩაუდგა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ქსელის განვითარებას. გადავწყვიტეთ, რომ თქვენამდე ეს სიახლეები საინტერესო გზით მოგვეტანა და ქსელის განახლების კამპანია გენერალურ დირექტორს პირდაპირ „სელფის“ სატელეკომუნიკაციო ანძიდან ვაუწყებინეთ.

აპრილიდან დღემდე, შთამბეჭდავი და, რაც მთავარია მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგები გვაქვს. „სელფიმ“ ქვეყნის მასშტაბით დაამატა 132 ახალი საბაზო სადგური და 85-ის მოდერნიზაცია მოახდინა. შედეგად, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით გაიზარდა.

მიღწეული პროგრესი „სელფის“ გუნდის შრომისა და ერთგულების დამსახურებაა, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლების, რომლებიც ყველაზე გამომწვევ პირობებშიც კი უზრუნველყოფენ ქსელის უწყვეტობას, იქნება ეს დიდთოვლობა, ქარიშხალი, თუ რთული რელიეფი.

2025 წლის საკვანძო ინიციატივები და სიახლეები:

  • გავხდით ევროპაში წამყვანი ოპერატორის, Vodafone Group-ის პარტნიორი
  • დავნერგეთ საქართველოს ტელეკომ ინდუსტრიისთვის პირველი ლოიალურობის პლატფორმა
  • დავიწყეთ თანამშრომლობა Airalo-სთან, რაც საქართველოში ტურისტებს სელფის ქსელზე მარტივ და სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს, რეგისტრაციის გარეშე
  • დავნერგეთ 2G ტელეფონების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 70,000 მომხმარებელი მიიღებს სრულიად ახალ ტელეფონს და ისარგებლებს გაუმჯობესებული მომსახურებით
  • წარვადგინეთ ახალი პროდუქტი Travel eSIM, რომელიც ნებისმიერი ოპერატორის მომხმარებელს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ სანდო და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტით ისარგებლოს
  • გამოვყავით დამატებით 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ახალი სიხშირული რესურსის შეძენისთვის, რაც 4G ქსელის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ქსელზე აქამდე ჩატარებულმა სამუშაომ უკვე ჰპოვა ასახვა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მისი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15 პუნქტით გაიზარდა. ახალი ინიციატივების დამსახურებით კი, საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ ოპერატორის ჯილდოც მოვიპოვეთ“,- აღნიშნავენ „სელფი მობაილში“.

როგორც სელფის CEO-მ, როსტომ ტალახაძემ აღნიშნა, მათი ამბიციაა, „სელფი“ იყოს არა მხოლოდ მობილური ოპერატორი, არამედ ბრენდი.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მომხმარებლებისთვის შევქმნათ სტაბილური, სწრაფი და თანამედროვე ქსელი. დღევანდელი შედეგები მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას, ვაფართოებთ ქსელის დაფარვას და ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას ყოველდღიურად საგრძნობლად აუმჯობესებენ. ჩვენი ამბიციაა, „სელფი“ იყოს არა მხოლოდ მობილური ოპერატორი, არამედ ბრენდი, რომელსაც ადამიანები ენდობიან და უყვართ,“ - აღნიშნავს როსტომ ტალახაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება