ირაკლი კობახიძე - თეორიულად, შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა - ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა

თეორიულად, შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა.

„თქვენ უნდა ნერვიულობდეთ თქვენი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვანო მერაბიშვილზე არ ვნერვიულობთ. გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ ინერვიულოთ ვანო მერაბიშვილის ბედთან დაკავშირებით. თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, შეძენილ იქნა, დიახ, 2009 წელს და 2007 წელს. ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება, ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. სკანდალი ჩაიშალა, დანარჩენს გეტყვით სუს-ი“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, პრემიერის თქმით, BBC-ის მიერ სპეცსამსახურების ხელწერით შექმნილი ხელოვნური სკანდალი საპნის ბუშტივით გასკდა.

„გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება, მათ შორის, ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობაში ვინ იყო ჩართული; შეგნებულად ავრცელებდნენ ისინი ამ ცრუ ინფორმაციას თუ რას აკეთებდნენ - ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის ყველაფერს“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება