ირაკლი კობახიძე „MEGOBAR აქტზე“ - კონკრეტულ აქტებს მნიშვნელობა არ აქვს - რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, დამოკიდებულია იმაზე, რა პასუხს მივიღებთ აშშ-დან

კონკრეტულ აქტებს [„მეგობარი აქტი“] არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კონკრეტული განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ველოდებით საპასუხო რეაქციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, დამოკიდებულია იმაზე, რა პასუხს მიიღებენ ისინი აშშ-დან.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, ის აბსოლუტურად უხეში და შეუსაბამო დამოკიდებულება, რომელიც 2024 წლამდე იყო, ახალი მიდგომებით შეიცვლება. რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, მას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კონკრეტული განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ველოდებით საპასუხო რეაქციას, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს საპასუხო რეაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება