სახალხო დამცველი საქართველოში აშშ-ს ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ალან პარსელს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საელჩოს წარმომადგენელს შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და აპარატის მიერ მომზადებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები გააცნო; ისაუბრა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტის განხილვაში სახალხო დამცველის ჩართულობაზე. მათ ასევე, განიხილეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და მათ მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგები.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური, ასევე, აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის (INL) პროგრამის ოფიცერი ჯეიმი შაფლბარგერი და იურიდიული საქმეთა სპეციალისტი ეკატერინე ფოფხაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება