არის მოსაზრება, რომ ომი არ უნდა დამთავრდეს და საქართველოს გამოყენება არის რესურსი „გლობალური ომის პარტიისთვის“ - ამ მიზნის მისაღწევად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, თითქოს, შარშან, თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა, ძაღლმა პატრონი ვერ იცნო, რათა შექმნან ილუზია, თითქოს, რაღაც მომწამლავი ნივთიერება იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არაფრით დასტურდება, რომ შარშან, აქციების დროს, პოლიციამ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა.
„ეს არ არის პირველი შეტევა. რასაკვირველია, ეს შანტაჟია, მუქარაა, მაგრამ არ არის პირველი შემთხვევა. სააკაშვილთან დაკავშირებით ზუსტად ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა საქართველოზე პროპაგანდისტული შეტევა. მოახერხეს კიდეც, რომ უცხოეთის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შექმნეს ილუზია, რომ აქ შეიძლება ადამიანი მოწამლო, მოკლა და არის ისეთი რეჟიმი, რომელიც არ იცავს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. გარკვეულწილად შექმნეს ასეთი ილუზია. ფაქტია, რომ პროპაგანდა არის მობილიზებული. რეალურად გვაქვს სამი მოცემულობა. პირველი - ეს ნივთიერება წყალში არ იხსნება და გამხსნელზეც მოგონილი ისტორია რეალობას არ შეესაბამება. მეორე - ონკოლოგიურ თუ სხვა დაავადებებთან დაკავშირებით არავითარი კავშირი არ აქვს იმ გამოვლინებებს, რაც 1 წლის წინ ხდებოდა. მესამე - არანაირ ლაბორატორიულ კვლევას არ ეფუძნება იმ ადამიანების განცხადებები, ვის ინფორმაციაზეც აიგო ეს სიუჟეტი. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს. ამის საპირისპიროდ გამოიყვანეს ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ გარკვეულ ნიშნებზე, რომელიც ახასიათებს „წიწაკის სპრეისაც“ და გაზსაც. ჩვენზე დაპირისპირებულ ძალებს არ აქვთ ინტერესი, რომ სინამდვილე დადგინდეს. მათთვის მთავარია პროპაგანდას ჰქონდეს განგრძობითი ხასიათი და ინტენსიური დაწოლა იყოს, მათ შორის, იმ ადამიანების შეგნებაზე, ტვინებზე, რომლებიც უკვე გადაწყობილები არიან და მზად არიან, შეიწოვონ ეს სიცრუე...
არის მოსაზრება, რომ ომი არ უნდა დამთავრდეს, ომი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს გამოყენება არის რესურსი „გლობალური ომის პარტიისთვის“. ამ მიზნის მისაღწევად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, თითქოს, შარშან, თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა, ძაღლმა პატრონი ვერ იცნო, სწორედ იმიტომ, რომ შექმნან ილუზია თითქოს, რაღაც მომწამლავი ნივთიერება იქნა გამოყენებული. ერთი რომელიმე ჟურნალისტმა დაურეკეთ ვინმეს და ჰკითხეთ, ფოტო თუ აქვს გადაღებული ან იმ ძაღლის, რომელიც პატრონს არ ეკარება, ან იმ თუთიყუშის, რომელსაც ბუმბული გაცვივდა, ან იმ ადამიანს, ვინც ხელი დაადო ტანსაცმელზე და ხელები დაეწვა, ან სახე დაეხეთქა და იქიდან სისხლი მოჟონავდა. რასაკვირველია, დაშავებული ადამიანების ფოტოები ვიხილეთ, იმიტომ, რომ როცა ჩხუბს დააორგანიზებ, ამ ჩხუბის დაორგანიზება იმიტომ ხდება, რომ ვიღაცა დაშავდეს. ის დაშავება, რაზეც გვესაუბრებიან, რომ მომწამვლელი ნივთიერება არის გამოყენებული, რასაკვირველია, არაფრით დასტურდება. მაგრამ სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითი, როგორ გამოაცხადეს მომაკვდავად სააკაშვილი და როგორ ზუსტად, ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა ამის მტკიცება, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ახლა სააკაშვილი არ იკმარეს და წარმოაჩინეს ადამიანები, რომლებიც თურმე, მოწამლულები ყოფილან და ერთი წლის მერე გაიგეს ამის შესახებ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.