ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა

„სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ბორჯომში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე განახლებული ფორმატის მარკეტს (Convenience Store) ხსნის. უახლოეს პერიოდში „სმარტი“ ჟინვალშიც გაიხსნება და საქართველოს ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტების - ბაკურიანისა და გუდაურისკენ მოგზაურებს და არა მხოლოდ მათ, „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შეუქმნის. უფრო მეტიც, 2026 წლის ბოლომდე „სმარტი“ საქართველოს მასშტაბით გაშლილი 60-ზე მეტი მარკეტით მთელს ქვეყანაში გადაადგილებას კიდევ უფრო გემრიელს და კომფორტულს გახდის.

„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ესკლუზიური იმპორტის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის შეთავაზება საქართველოს ყველა კუთხეში. მოხარულები ვართ, რომ ზამთრის სეზონის დასაწყისს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდით, რადგან ბაკურიანისკენ მიმავალ მგზავრებს ბორჯობში უფრო დიდი ფორმატის „სმარტით“ დავხვდებით. გუდაურისკენ მოგზაურებს კი თავად გუდაურში მდებარე „სმარტის“ გარდა, მალე გზად, ჟინვალშიც ექნებათ შესაძლებლობა შეისვენონ და „სმარტის“ ყავა თუ სხვა ექსკლუზიური პროდუქტები დააგემოვნონ. უკვე მრავალი წელია „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად „სმარტის“ მარკეტის გარდა, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს, რაც ჩვენი კორპორაციული უპირატესობაა”, - აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ბორჯომში ახალგახსნილ „სმარტს“ მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებაც აქვს. 4 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, ცნობილი შეფის ავთო ცეცხლაძის რეცეპტოთ შექმნილ „სმარტულ“ ჰოთ-დოგზე 50% ფასდაკლებაა.

„სმარტი“„ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აქციების დროს მიიღონ ექსკლუსიური ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტებზე, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები. დაგროვებული ქულების გამოიყენება კი შესაძლებელია როგორც „სმარტის“ ქსელში, ასევე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. შესაბამისად, ლოიალობის სისტემა წარმოადგენს ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს ერთგულებისათვის მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს.

„ვისოლმა“ ბოლო წლებში „სმარტის“ ქსელის განვითარება საშუალო ფორმატის მარკეტებით განაგრძო ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა მარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. ბოლო პერიოდში „სმარტმა“ შეფ ავთო ცეცხლაძესთან დაიწყო თანამშრომლობა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.-ის, ლილოს, არგვეთას, გუდაურისა და ახლა უკვე ბორჯომის „სმარტში“ მისი რეცეპტით დამზადებულ უთხელეს და უგემრიელეს ტაფის „კეცილ“ ხაჭაპურსა და ლობიანსაც მიირთმევთ.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო