ჯანდაცვის მინისტრი აქციების დაშლისას დაშავებულებზე - რესპირატორული პრობლემებით სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა, 10-მდე პირი გადაიყვანეს საავადმყოფოებში - ერთ ადამიანსაც არ დასჭირვებია კლინიკაში ერთი დღე გაჩერება

აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა. ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუ ვინმეს აქვს რაიმე საჭიროება, რომ გამოკვლეული იქნეს, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები, ყველა მზადაა გააკეთონ შეფასებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების დაშლისას დაშავებულებზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს, მინისტრის თქმით, მოგონილი აჟიოტაჟი მიმდინარეობს.

„ჩახუნაშვილების დასკვნაში აღწერილია, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროს რომ მოხდა ამის [ქიმიური ნივთიერებების] გამოფრქვევაო. თურმე აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით მიმართა სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. ჩემს მიერ გაცემულ წერილში არის მითითებული ფაქტები, რამდენ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და რამდენი იყო გადაყვანილი საავადმყოფოში ამ ჩვენებებით - სულ არის რამდენიმე ერთეული!

ე.ი. უნდა ვამტკიცოთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არ დასჭირდა სტაციონარში ერთი დღე გაჩერება. სულ, 10-ზე მეტი არ ყოფილა ადამიანების რიცხვი, რომელსაც საავადმყოფოში წაყვანა დასჭირდა, არამცთუ იქ დატოვება.

ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუ ვინმეს აქვს რაიმე საჭიროება, რომ გამოკვლეული იქნეს, დიახ, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, მთლიანად საავადმყოფოები, კლინიკები, ყველა მზადაა ინდივიდუალურად გააკეთონ შეფასებები.

რაიმე საგანგაშო მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც ვინმეს უნდა აეტეხა პანიკა, ეთქვა ქიმიურ ნივთიერებაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, ქიმიური გამოკვლევები ჩატარდესო, მე ვეთანხმები იმ აზრს, რომელიც ამბობს, რომ აქ ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია“,- აღნიშნა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება