დიმიტრი პესკოვი - რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას ვერ შეძლებს

რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მისი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა მოხდება, თუ კიევი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსკოვის პირობების მიღებაზე.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსული ძალები ძალიან კარგ პროგრესს აღწევენ.

„ამიტომ, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და ჩვენი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას, გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, რუსეთის პოზიცია ნათელია და ალასკის სამიტის შემდეგ არ შეცვლილა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება