ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტულ-გასართობი სივრცე GOAL FITNESS იხსნება.

ახალი სპორტულ-გასართობი ცენტრი შარტავას #16-ში მდებარეობს და ის სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, მათ შორის: ფიტნეს დარბაზს, საკვები დანამატების ბარს, კროსფიტის სივრცეს, სპორტულ მაღაზიას, საბილიარდოს, Playstation-სა და სხვა სივრცეებს.

„GOAL FITNESS ჩვენი ახალი, მრავალფუნქციური ცენტრია, რომელიც მალე ბათუმში გაიხსნება. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცე შევთავაზოთ, არამედ გარემო, სადაც მათ შესაძლებლობას მივცემთ კომფორტულად გაატარონ დრო, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და მიიღონ საუკეთესო მომსახურება. სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარებას, სერვისების გაფართოებას და დიდ ქალაქებში ახალი ფილიალების გახსნას ვგეგმავთ“, - განაცხადა GOAL FITNESS-ის დირექტორმა, გიორგი საფარიძემ

„საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება და ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით, გვერდში ვუდგავართ ისეთ პროექტებს რომლებიც, მომხმარებლებს დამატებით, მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. GOAL FITNESS თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ბათუმის მაცხოვრებლებსა და ჩამოსულ სტუმრებს ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური განტვირთვისა და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის წამყვანმა კორპორაციულმა ბანკირმა, თათია თურმანიძემ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება