ადვოკატი - მოლოდინი გვაქვს, რომ ლუკა კურტანიძის მიმართ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამამართლებელი განაჩენი დადგება

მოლოდინი გვაქვს, რომ ლუკა კურტანიძის მიმართ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამამართლებელი განაჩენი დადგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ლუკა კურტანიძის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს დღეს შუამდგომლობა არ ექნება.

„მხარეები დასკვნით სიტყვას ვიტყვით და საბოლოოდ, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას.

მოლოდინი გვაქვს, რომ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამართლდება, იმ ერთ მუხლში, რომელსაც ვაღიარებთ, ბევრი შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით - ის აღიარებს დანაშაულს, ნასამართლევი არ არის და ველოდებით მსუბუქ სასჯელს ამ ნაწილში.

კურტანიძე აღიარებს იმას, რომ ხელი მოკიდა და ტერიტორიიდან განარიდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის დახმარებაც არ დასჭირდა ყოფილ მეუღლეს, იმდენად მსუბუქი დაზიანება მიადგა.

ყოფილი ცოლი ტერიტორიიდან გაიყვანა, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება