მაკა ბოჭორიშვილი მალტის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა მალტის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მალტის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრთან, იან ბორჯთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მალტას შორის ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ობიექტური შეფასებების და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.

აღინიშნა, მალტის რესპუბლიკის მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

რაც შეეხება შეხვედრას ყაზახეთის რესპუბიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, უწყების ინფორმაციით, ერმეკ კოშერბაევთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას.

შეხვედრაზე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების პერსპექტივები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე კი განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კმაყოფილებით აღინიშნა როგორც მაღალი დონის, ისე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.

„ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების და რეგიონის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნისა" და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისათვის მზადყოფნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება