სემეკმა რეგულირებადი საწარმოებისთვის ახალი საფასურები და ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ჯიფაუერს", შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას", შპს „მტკვარი ენერჯის" და შპს „გარდაბნის თბოსადგურს" საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასევე სს „ხრამჰესი I" და სს „ხრამჰესი II"-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის" ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ.

„კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის" საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის" - 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის" - 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის" - 325,793 ლარით დღეზე.

რაც შეეხება სს „ხრამჰესი I" და სს „ხრამჰესი II"-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს, სს „ხრამჰესი I"-ის ტარიფი განისაზღვრა 4.764 თეთრით კვტ.სთ.-ზე, სს „ხრამჰესი II"-ისთვის - 4.259 თეთრით კვტ.სთ.ზე, ხოლო სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის" ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დარჩა უცვლელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება