BBC-ის მასალას პარტია „ქართული ოცნების" მხრიდან არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ მკვეთრად აგრესიული და ორგანიზებული საპასუხო კამპანია მოჰყვა, რომელშიც ჩართული იყვნენ პროპაგანდისტული მედია, პარტიასთან დაკავშირებული ექსპერტები, ანონიმური გვერდები და ანგარიშები, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაშია ნათქვამი, რომელიც BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო, მედიასა და სოციალურ ქსელში არსებულ გამოხმაურებებს ეხება.
როგორც ISFED-ი წერს, მთავარი აქცენტი გაკეთდა არა გამოძიების შინაარსის, არამედ გამოძიების წყაროს, მეთოდოლოგიის, მონაწილე ექსპერტებისა და ზოგადად BBC-ის ავტორიტეტის დამსხვრევაზე.
„საქართველოში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებაზე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულმა საგამოძიებო მასალამ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია. ამ კონტექსტში BBC-ის მასალას პარტია „ქართული ოცნების" მხრიდან არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ მკვეთრად აგრესიული და ორგანიზებული საპასუხო კამპანია მოჰყვა, რომელშიც ჩართული იყვნენ პროპაგანდისტული მედია, პარტიასთან დაკავშირებული ექსპერტები, ანონიმური გვერდები და ანგარიშები.
მთავარი აქცენტი გაკეთდა არა გამოძიების შინაარსის, არამედ გამოძიების წყაროს, მეთოდოლოგიის, მონაწილე ექსპერტებისა და ზოგადად BBC-ის ავტორიტეტის დამსხვრევაზე. შედეგად, სამთავრობო და პროპაგანდისტულმა არხებმა დაიწყეს BBC-ის არასანდო გამოცემად წარმოჩენა, რომელიც თითქოს „დასავლური ცენტრებიდან" და „სპეცსამსახურებიდან" იღებდა დავალებებს. სწორედ აქედან იწყებოდა კამპანიის მთავარი ჩარჩო: ყველაფერი გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ „ჰიბრიდულ ომად", რომლის მიზანიც ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ქვეყანაში არეულობის გაღვივება იყო”, - ნათქვამია ანგარიშში.
შეფასების სრული ვერსია: https://shorturl.at/jQSJ0