ელენე ხოშტარია - რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი და ახლა თავის გადარჩენით არის დაკავებული - „რუსული კანონის“ დარბევების შემდეგ, უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი, ექიმების ერთ-ერთი ვარაუდი ინტოქსიკაციაა

რაც ამ დღეებში მოვისმინე და ვნახე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგებია. „რუსული კანონის“ დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ამ ჩამოქცევამ, გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა ოთხ სხვადასხვა მწვავე დაავადებას, - ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და რომლითაც BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ასახულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ხოშტარია თავის გზავნილში წერს, მისი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

„ე.წ. მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ამარჩიელებს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხზე - ჯანმრთელობაზე - არა თუ მთავრობა არაა, არამედ ადამიანებისთვის საშიში მოვლენაა. რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი, მერე ექიმებს დაუმალა მომწამვლელი ნივთიერება, რომ ვერ ემკურნალათ და ახლაც თავის გადარჩენის სამარცხვინო და საკმაოდ უნიჭო მოძრაობებით არის დაკავებული.

რაც ამ დღეებში მოვისმინე და ვნახე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგებია. “რუსული კანონის” დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ჩემი იმუნური სისტემა ჩამოიშალა და თურქ ექიმებს საკმაოდ რთული პროცედურების ჩატარება დასჭირდათ, სასიცოცხლო მაჩვენებლების გამოსასწორებლად. ამ ჩამოქცევამ, გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა 4 სხვადასხვა მწვავე დაავადებას, სხვადასხვა სახის ძლიერ ტკივილს, უკიდურეს სისუსტეს და გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემი უფუნქციოდ ყოფნა.

ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ხოლო ექიმების ერთ-ერთი ვარაუდი ინტოქსიკაციაა, რომლის მკურნალობა მომწამვლელი ნივთიერების სახელის ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იყო. შარშანდელი დარბევების შემდეგ კი აღარაფერს ვამბობ კანის დამწვრობაზე, ღებინებაზე და თვეების განმავლობაში ძალიან მაღალ არტერიულ წნევაზე.

ჰოდა, ყველა ორგანიზაციას, ყველა საერთაშორისო გამოძიებას, ყველა კომპეტენტურ ადამიანს ჩვენებასაც მივცემ და ჩემი სამედიცინო კვლევების 1000-მდე გვერდსაც გავუზიარებ. ასე უნდა მოვიქცეთ ყველა. რეჟიმი მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებას ვერ გაამართლებს. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს!

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქციაზე მე „ვერ მოვახერხებ“ მოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი! ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება