ანდრეი სიბიგა - წარსულში მწარე გამოცდილების მქონე უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს - დღეს, უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები სჭირდება რეალური, სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის

31 წლის წინ ამ დღეს, ხელი მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, წარსულში ასეთი მწარე გამოცდილების მქონე, უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“31 წლის წინ ამ დღეს ხელი მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს. ქაღალდს, რომელიც უსაფრთხოების წარუმატებელი გარანტიების სინონიმი გახდა.

წარსულში ასეთი მწარე გამოცდილების მქონე, უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს - ჩვენი არმიისა და იარაღის ძალას ვენდობით.

დღეს, უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები სჭირდება რეალური, სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაზე ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია ბუდაპეშტის მწარე გაკვეთილები გვახსოვდეს”, - წერს სიბიგა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება