ლუკა კურტანიძის ადვოკატი - ძალადობა არ იყო სტანდარტული ფორმით, დაზიანება იმდენად მსუბუქი იყო, სასწრაფოც არ ყოფილა გამოძახებული - ხელი მოკიდა, რომ გაეყვანა ტერიტორიიდან, არც უცემია, თუმცა ძალადობა არის და განიცდის ამას

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო ძალადობა სტანდარტული ფორმით. დაზიანება იმდენად მსუბუქი იყო, სასწრაფოც არ ყოფილა ადგილზე გამოძახებული, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ლუკა კურტანიძის ადვოკატმა, ივანე მეფარიშვილმა კითხვას: რატომ მიუსაჯეს კურტანიძეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის მხოლოდ შვიდი თვე.

ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ლუკა კურტანიძე 52 წლისაა და მსგავს სიტუაციაში ადრე არასდროს აღმოჩენილა.

„ის [ძალადობა] გამოწვეული იყო იმ მძიმე შეურაცხყოფებით, რასაც დაზარალებული აყენებდა ბატონ ელდარს. ბატონი ელდარი ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ქალბატონ ხათუნას დაეტოვებინა ტერიტორია და ხელით შეეხო, რომ გასცლოდა. ხელი რომ დაერტყა, ექსპერტიზის დასკვნა იქნებოდა ძალიან მძიმე.

ბატონმა ელდარმა ხელი მოკიდა, რომ გაეყვანა ტერიტორიიდან, არც უცემია. ძალადობა არის, რა თქმა უნდა, განიცდის ამას და მის მხარდაჭერებს ბოდიშს უხდის. ფიქრობს, რომ სპორტსმენმა ადამიანმა პროვოკაციას ემოციით არ უნდა უპასუხოს. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ბატონი ელდარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მის საქმიანობას მიუძღვნის მომავალი თაობის აღზრდას. 52 წლის კაცია, პირველი შემთხვევაა მისთვის ეს, ამ სიტუაციაში არასდროს აღმოჩენილა და შემამსუბუქებელ გარემოებაზე როდესაც მსჯელობდა მოსამართლე, ეს მიიღო მხედველობაში“, - განაცხადა ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.

კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საპატიმროში ივლისის თვიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება