აქციებზე დაკავებულთა მშობლები ხელისუფლებას მოუწოდებენ გაასაჯაროოს, რა ქიმიური ნივთიერება გააზავეს აქციების დარბევის დროს წყლის ჭავლში - ამავე მოთხოვნით, მათ ხვალ, ფილარმონიასთან აქცია დააანონსეს

პარლამენტთან აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, პატიმრების მშობლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაასაჯაროონ იმ ქიმიური ნივთიერებების სახელწოდება, რომლებიც 2024 წლის აქციების დასაშლელად გამოიყენეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ამავე მოთხოვნით ხვალ, 6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქცია-მსვლელობა გაიმართება.

„ხვალ გავმართავთ აქციას და მოვუწოდებთ მარიონეტ ხელისუფლებას გაასაჯაროოს, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს. არ უარყოფენ, რომ გამოიყენეს ნივთიერება, მაგრამ ეს არ იყო მომწამვლელიო. თუ არ იყო მომწამვლელი, ჩვენ მოვითხოვთ, აღიარონ, რა იყო ეს ნივთიერება.

ჩვენ არ ვენდობით აქაურ გამოძიებას, ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას”,- ნათქვამია პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება