Reuters - ევროკავშირი და „დიდი შვიდეული“ ფასების შეზღუდვის ნაცვლად, რუსული ნავთობის გადაზიდვების აკრძალვას განიხილავენ

ევროკავშირი და „დიდი შვიდეული” ფასების შეზღუდვის ნაცვლად, რუსული ნავთობის გადაზიდვების აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ საკუთარი ნავთობის მესამედზე მეტის ექსპორტირებას დასავლური ტანკერებით ახდენს - ძირითადად ინდოეთსა და ჩინეთში - დასავლური საზღვაო გადაზიდვების გამოყენებით. გამოცემის თანახმად, აკრძალვა ბოლოს მოუღებს ამ ვაჭრობას, რომელიც ძირითადად ევროკავშირის საზღვაო ქვეყნების (საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა) ფლოტით ხორციელდება. რუსული საექსპორტო ნავთობის დანარჩენი ორი მესამედის გადაზიდვა “ჩრდილოვანი ფლოტით” ხორციელდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთს ამ ფლოტის გაფართოება მოუწევს თუ ევროკავშირი და “დიდი შვიდეული” აღნიშნულ აკრძალვას შემოიღებენ.

Reuters-ის სამი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი შეიძლება იყოს, რომლის შემოღებაც 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

ორი წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას სურს ამ აკრძალვის დამტკიცება და შემდეგ სასანქციო პაკეტში შეტანა თუ “დიდი შვიდეულის” უფრო ფართო შეთანხმება იქნება. წყაროების ცნობით, ამერიკელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნები წინ წევენ ამ იდეას “დიდი შვიდეულის” ტექნიკურ სხდომებზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო