აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ, შვილიშვილების ტოლი ახალგაზრდების მოწამვლას მხარს უჭერენ - ეს იცით, რა ხალხია? ის, ვინც მსხვერპლს ადანაშაულებს: მოკლე კაბა გეცვა და იმიტომ გაგაუპატიურესო

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ და შვილიშვილების ტოლი ახალგაზრდების მოწამვლას, თუნდაც ე.წ. წიწაკის სპრეით, მხარს უჭერენ. ეს იცით, რა ხალხია? ის, რომელიც მსხვერპლს ადანაშაულებს, მოკლე კაბა გეცვა და იმიტომ გაგაუპატიურესო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, „ქართული ოცნება“ სწორედ ასეთ მხარდამჭერებს ეყრდნობა, რომლებიც სოციალურ ქსელში დაზარალებულებს „საშინელ კომენტარებს უწერენ“.

„ქართული ოცნება“ შემთხვევით არ არის ხელისუფლებაში. მას შინაგანად მხარს უჭერს ადამიანების ჯგუფი, არ ვიცი რა ტერმინი გამოვიყენო... პუტინიც შემთხვევით ხომ არ არის… პუტინს გაუმართლა იმიტომ, რომ იმდენად ნახირი მასა ჰყავს რუსი ხალხის უმეტესობის სახით. ამათაც ჰყავთ ნახირი. უნდა ნახოთ კომენტარები, საზიზღარი მხარდამჭერები, რომლებიც დაზარალებულებს ადანაშაულებენ, იქ არ მითრეულიყავითო. ადამიანები, რომლებიც შვილიშვილების ტოლი ახალგაზრდების მოწამვლას, თუნდაც ე.წ. წიწაკის სპრეით, მხარს უჭერენ და მათ აბრალებენ… ეს იცით, რა ხალხია? ის, რომელიც მსხვერპლს ადანაშაულებს, მოკლე კაბა გეცვა და იმიტომ გაგაუპატიურესო. და უკრაინელი ხალხი თურმე დამნაშავეა იმიტომ, რომ თავს იცავს.

აქვე, ბოდიშს ვიხდი, ნახირი ნამდვილად არ იმსახურებს ამ ხალხთან შედარებას იმიტომ, რომ ნახირი არის ცხოველთა ძალიან პატივსაცემი ჯგუფი.

ამას ეყრდნობა „ქართული ოცნება” სინამდვილეში. უნდა ნახოთ, რა კომენტარებია, გულისამრევი, საშინელი კომენტარებია. ამდენ ხანს როგორ ხარ ცოცხალი?” “აბა რატომ არ დაიხოცეთ?” ან „რატომ იყავით იქ საერთოდ?” - ამ ლოგიკით ხომ ყოველთვის ყველაფრის გამართლება შეიძლება, მათ შორის, ყაჩაღის გამართლებაც“, - განაცხადა ბობოხიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო