Amnesty International - ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით - ხელისუფლებამ აკრძალული ქიმიური ნაერთების შესაძლო გამოყენებაზე ეფექტიანი გამოძიება უნდა უზრუნველყოს

Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით, რომელიც BBC-ის გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოყვა. ამის შესახებ განცხადებას Amnesty International-ი ავრცელებს.

„Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების

ტალღით, რომელიც BBC Eye-ის გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის უმეტესწილად მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ შესაძლოა დამაზიანებელი და პოტენციურად აკრძალული მომწამლავი ქიმიკატები გამოიყენა.

ძალის შესაძლო უკანონო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაადოკუმენტირეს დაზიანებები, გააანალიზეს სამედიცინო მტკიცებულებები, და საჯაროდ ისაუბრეს მომწამლავი ქიმიკატების შესაძლო გამოყენებაზე.

მათ წინააღმდეგ „სახელმწიფოსთვის მტრულ ქმედებებში უცხოური ორგანიზაციის დახმარებაში” ბრალდებები უსაფუძვლოა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს დარღვევების დაფიქსირებისგან ხალხის შეკავებას, ლეგიტიმური აკადემიური თავისუფლებისა და ჟურნალისტური და ადამიანის უფლებების სამუშაოს შეზღუდვას, ისევე როგორც სახელმწიფოს ქმედებების შესწავლის ჩახშობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თვითმხილველების შევიწროება, აკრძალული ქიმიური ნაერთების შესაძლო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოს, პასუხი აგებინოს პასუხისმგებელ პირებს და მსხვერპლს სამედიცინო დახმარება და კომპენსაცია მიაწოდოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება