უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება - რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ნამდვილი ერთგულება გამოხატოს

მაიამიში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადებით, „ბოლო ორი დღის განმავლობაში, მშვიდობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ანდრეი გნატოვს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ, რომლის მიზანიც უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე წინსვლა იყო“.

„დღეს, ჯგუფმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეექვსე შეხვედრა გამართა. მდივანმა უმეროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტი ისეთი მოგვარებაა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, უკრაინელების უსაფრთხოებას და წარმატებული დემოკრატიული მომავლისთვის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, მოლაპარაკებების მონაწილეებმა ამერიკულ და რუს მხარეებს შორის გამართული ბოლო შეხვედრის შედეგები განიხილეს.

„ამერიკული და უკრაინული მხარეები შეთანხმდნენ უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოზე და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საჭირო შეკავების შესაძლებლობები განიხილეს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი სახის შეთანხმების მიღწევის მიზნით რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ნამდვილი ერთგულება გამოხატოს, მათ შორის, დეესკალაციისკენ და მკვლელობების შეწყვეტისკენ ნაბიჯების გადადგმით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეებმა განიხილეს „მომავალი კეთილდღეობის დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის, აშშ-უკრაინის ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივებისა და გრძელვადიანი აღდგენის პროექტების მხარდაჭერას“.

განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები შაბათსაც გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება