რუსტემ უმეროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო ინფორმაცია მოსკოვში რუს ოფიციალურ პირებთან მათი შეხვედრის შესახებ და გეგმავს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიალოგის ყველა ასპექტთან დაკავშირებით მოხსენება წარუდგინოს და დოკუმენტები გადასცეს.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ვმუშაობდით შეერთებულ შტატებში გენერალ ანდრეი გნატოვთან და პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ერთად. მადლიერი ვარ კონსტრუქციული მუშაობისთვის. უკრაინის გუნდის მთავარი ამოცანა იყო ამერიკული მხარისგან მიეღო სრული ინფორმაცია მოსკოვში გამართული მათი საუბრისა და მიმდინარე წინადადებების ყველა პროექტის შესახებ, რათა ისინი დეტალურად განგვეხილა უკრაინის პრეზიდენტთან. ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ომის ღირსეული დასრულებისთვის. დღეს ჩვენ უკრაინის პრეზიდენტს მივაწვდით სრულ ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან დიალოგის ყველა ასპექტისა და ყველა დოკუმენტის შესახებ“, - დაწერა უმეროვმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში მიემგზავრებიან, სადაც ისინი პრეზიდენტს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს