ანტონიო კოშტა აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე - ჩვენთვის მიუღებელია ევროპის პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე - შეერთებული შტატები ვერ ჩაანაცვლებს ევროპელ მოქალაქეებს იმის არჩევაში, რომელი პარტიებია კარგი და რომელი ცუდი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპის პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

„ჩვენთვის მიუღებელია ევროპის პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე. შეერთებული შტატები ვერ ჩაანაცვლებს ევროპელ მოქალაქეებს იმის არჩევაში, თუ რომელი პარტიებია კარგი და რომელი - ცუდი, შეერთებული შტატები ვერ ჩაანაცვლებს ევროპას გამოხატვის თავისუფლების საკითხში მის ხედვაში“, - განაცხადა კოშტამ.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ვაშინგტონის ხედვა მის ხედვასთან „დიდწილად თავსებადად“ შეაფასა, შემაშფოთებელი ნიშანია.

შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ. „შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, მასში ხაზგასმულია, რომ ევროპის დიდი უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკად არ იქცევა, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ჩახშობის გამო. დოკუმენტის თანახმად, ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ერების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის უპირობო აღნიშვნის მხარდაჭერა. „ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას. პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დავეხმაროთ ევროპას მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიერ ევროპაში გაბატონება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა