დიმიტრი პესკოვი - მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია აშშ-სა და უკრაინის მუშაობის შედეგები გაიგოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, გაიგოს აშშ-უკრაინის კონსულტაციების შედეგები.

„თქვენ იცით, რომ მოსკოვში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა პუტინის, უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრაზე. შემდეგ უიტკოფმა და კუშნერმა იმუშავეს მოსკოვში მიღწეულ შედეგებზე, იმუშავეს უკრაინის დელეგაციასთან ერთად, რომელსაც უმეროვი ხელმძღვანელობდა. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ ამ სამუშაოს შედეგები“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და გენერალური შტაბის უფროსმა ანდრეი გნატოვმა 4, 5 და 6 დეკემბერს მაიამიში შეხვედრები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. მანამდე კი უიტკოფი და კუშნერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს