საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხულ პირველკურსელ საერთაშორისო სტუდენტებთან გეგმიური გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი სასწავლო ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის შეუფერხებლად წარმართვის, უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსთან, საგანმანათლებლო პროგრამებთან და სასწავლო-კვლევით პროცედურებთან ადაპტირების, ასევე, ადმინისტრაციული სერვისების ხელმისაწვდომობის ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება იყო.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება გახსნა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა. ლელა ჩიქოვანმა სტუდენტებს დამატებით მიაწოდა ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე, ასევე მიმდინარე საერთაშორისო პროექტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ საერთაშორისო სტუდენტს შევუქმნათ მხარდაჭერილი და კომფორტული სასწავლო გარემო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გთავაზობთ მაღალ აკადემიურ სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას, მრავალფეროვან საუნივერსიტეტო სივრცეს და პერსპექტივებს, რომლებიც თქვენს მომავალ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, აქ მიიღებთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც კარიერული წარმატების მყარ საფუძველს შექმნის,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, სტუდენტებმა დასვეს კითხვები სასწავლო გრაფიკის, ადმინისტრაციული პროცედურების და სხვადასხვა სტუდენტური სერვისის შესახებ.

ღონისძიება დასრულდა ფაკულტეტის სივრცეების მოკლე ტურით. სტუდენტებმა დაათვალიერეს ლაბორატორიები, საფაკულტეტო ბიბლიოთეკა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ტექნიკური შესაძლებლობები.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო სტუდენტთა შეხვედრების სერიას სხვა ფაკულტეტებზეც, რათა ყოველმა სტუდენტმა ადაპტაციის პროცესში უნივერსიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნოს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა