აშშ-ს HLC  აკრედიტაციის მქონე ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები Webster University Tbilisi-ში

უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში გლობალური ამერიკული უნივერსიტეტის Webster University-ს კამპუსი ფუნქციონირებს. შედეგად ამერიკული განათლება და დიპლომი ადგილობრივი სტუდენტებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდა.

110 წლის ისტორიის მქონე Webster University აკრედიტებულია ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კომისიის HLC -ის მიერ, რომელიც მხოლოდ იმ უნივერსიტეტებს ანიჭებს პროგრამების განხორციელების უფლებას, რომლებიც მკაფიოდ იცავენ განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად უნივერსიტეტის ქართულ კამპუსშიც აღნიშნული სტანდარტების მქონე ინგლისურენოვანი პროგრამებია ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერ უნივერსიტეტი თბილისს უკვე ჰყავს სამაგისტრო საფეხურის კურსდამთავრებულთა მეორე ნაკადი, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს პროგრამა და აგრძელებენ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში. მათ მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება ვებსტერის სხვადასხვა კამპუსებში გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში. მიმდინარე სასწავლო წელს სამი მაგისტრანტი აგრძელებს სწავლას სენტ ლუისში, უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, ისევე როგორც ვენისა და ლეიდენის კამპუსებში.

Webster University Tbilisi ამჟამად სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამებს ორი მიმართულებით სთავაზობს. ესენია: საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება.

- საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა - ინგლისურენოვანი (MA) აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გააანალიზონ მსოფლიო პოლიტიკის სირთულეები და საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე კომპლექსური პროცესები. პროგრამის სასწავლო კურსები მოიცავს გლობალიზაციას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ განვითარებას, შედარებით პოლიტიკას და სხვ. პროგრამა ამზადებს სტუდენტებს სამთავრობო სააგენტოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მულტიეროვნულ კორპორაციებთან სამუშაოდ.

აღნიშნული პროგრამა ასევე რეკომენდირებულია სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ დარგის შესაბამის სადოქტორო ან აკადემიური კარიერის გაგრძელებას.

- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - ინგლისურენოვან (MBA)

მოცემული პროგრამის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო შრომის ბაზარი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით, რომელსაც აქვს უნარი გააანალიზოს, შეაფასოს, გამოიყენოს პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები გადაწყვეტილების მიღებისას და შეძლოს უზრუნველყოს ორგანიზაციის ღირებულებების განვითარება. წარმატებულ ბიზნესს ქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორად შეაფასონ და ეფექტურად წარმართონ ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად, შექმნან ღირებული, საზოგადოებისთვის გამოსადეგი პროდუქტები. აღნიშნულ იდეაზე დაყრდნობით, ვებსტერის უნივერსიტეტის MBA პროგრამის ყველა სასწავლო კურსი სტუდენტს უვითარებს ორგანიზაციის მართვისა და ღირებულების შექმნის უნარჩვევებს. პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს აქვთ ბიზნესის მართვის კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ღირებულების შესაქმნელად, გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი განხორციელებისათვის. ამასთანავე, სტუდენტები გამოიმუშავებენ რბილ უნარებს, რომელთა დახმარებით ისინი ხდებიან კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე.

Webster University Tbilisi-ში სწავლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გლობალური ხედვაა, რომელსაც ის სტუდენტებსა სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ საკითხს გლობალური პერსპექტივიდან განიხილავთ და დეტალურად შეისწავლით თუ რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს თანამედროვე ბიზნეს საქმიანობაში, რა კავშირშია სოციალური და პოლიტიკური გარემო ბიზნესთან და სხვ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვებსტერ უნივერსიტეტი თბილისში მაგისტრანტებს საშუალება აქვთ სწავლის ერთი სემესტრი უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებული საერთაშორისო კამპუსებიდან სასურველში ისწავლონ. ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად და ახალი გამოცდილების მისაღებად.

Webster University Tbilisi-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩასაბარებლად საჭიროა ბაკალავრის დიპლომი მინიმუმ 3.0 GPA- ით, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და უნივერსიტეტის სააპლიკაციო განაცხადის შევსება Webster University Application Account Portal. ასევე, ბაკალავრიატის საქართველოში დამთავრების შემთხვევაში აპლიკანტებმა დამატებით უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს American Education in Tbilisi | Webster University

(R)

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა