ანტონიო კოშტა - სიტყვის თავისუფლება არ იქნება, თუ ინფორმაციის თავისუფლება ზოგიერთი ტექნო ოლიგარქის დაცვას შეეწირება

სიტყვის თავისუფლება არ იქნება, თუ ინფორმაციის თავისუფლება ზოგიერთი ტექნო ოლიგარქის დაცვას შეეწირება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

„ისტორიამ გვასწავლა, რომ ინფორმაციის თავისუფლების გარეშე სიტყვის თავისუფლების არსებობა შეუძლებელია. ინფორმაციის თავისუფლება კი არსებობს იქ, სადაც პლურალიზმს პატივს სცემენ. სიტყვის თავისუფლება არ იქნება, თუ ინფორმაციის თავისუფლება ზოგიერთი ტექნო ოლიგარქის დაცვას შეეწირება“, - წერს ანტონიო კოშტა X-ზე.

ასევე, მისი თქმით, „მოკავშირეებმა ერთმანეთის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ“.

„ევროპელებს ზოგიერთ საკითხში ამერიკელებისგან განსხვავებული ხედვა აქვთ. ეს ბუნებრივი რამ არის. ის, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ, ევროპის დემოკრატიულ ცხოვრებაში ჩარევის მუქარაა“, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, პარასკევს ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა. ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ილონ მასკმა ევროკავშირის მიმართ არაერთი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

„ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულ ქვეყნებს სუვერენიტეტი დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი“, - დაწერა მასკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს