სტივენ დაუთი - ველით, რომ საქართველო ქიმიური იარაღის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, რათა ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების აკრძალვის სავარაუდო დარღვევების სათანადოდ გამოძიება მოხდეს

ველით, რომ საქართველო ქიმიური იარაღის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, რათა ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების აკრძალვის სავარაუდო დარღვევების სათანადოდ გამოძიება მოხდეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის, ჯესიკა მორდენის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, „როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრომობენზილციანიდის გამოყენების შესახებ ბრალდებებს“, დაუთმა უპასუხა: „ღრმად შეშფოთებული ვიყავი BBC-ის რეპორტაჟით, რომელიც აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საქართველოს პოლიციამ 2024 წლის ბოლოს თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა“.

„ველით, რომ საქართველო ქიმიური იარაღის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების შესახებ კონვენციის აკრძალვების სავარაუდო დარღვევების სათანადოდ გამოძიება მოხდეს“, - პასუხობს დაუთი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს