მიხეილ სააკაშვილი - ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა - არ დამიწყოთ ახლა პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო

ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის” მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი” თითქმის არ მივიდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე განთავსდა.

როგორც სააკაშვილი წერს, დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ გასულ წლებში „ჯენზის” თაობის წარმომადგენლებმა თავდადება აჩვენეს, ახლა კი პროტესტში აღარ ჩანან.

„ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა.

არ დამიწყოთ ახლა პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში „ჯენზის“ არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემი „ჯენზი“ შვილი ნიკუშა, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად, ამ ცოტახნის წინ, მხოლოდ „ჯენზი“ გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.

პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს „ჯენზი“ ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს