Reuters - საბერძნეთში ფერმერებმა ევროკავშირის სუბსიდიების დაგვიანების გამო პროტესტის ნიშნად კრეტას აეროპორტის დაკავება სცადეს

საბერძნეთში ფერმერებმა ევროკავშირის სუბსიდიების დაგვიანების გამო პროტესტის ნიშნად კრეტას აეროპორტის დაკავება სცადეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კუნძულ კრეტაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, ხოლო პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრანტებმა აეროპორტში შეჭრა სცადეს, რის გამოც აეროპორტის მუშაობა დროებით შეფერხდა.

ასევე, ქვეყნის ჩრდილოეთით ფერმერებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტები, ხოლო ცენტრალურ ნაწილში გზები გადაკეტეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ათასობით ბერძენი ფერმერი, სახელმწიფო მოხელეების დახმარებით, ევროკავშირისგან დაფინანსების მიღების მიზნით წლების განმავლობაში თაღლითურ სქემას იყენებდა. საბერძნეთის მთავრობის ცნობით, 40000-ზე მეტი ფერმერის განაცხადის შემოწმება მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს