ირაკლი კირცხალია ALDE-ზე - „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია

„მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილზე, „ლელოსა“ და ALDE-ზე საუბრისას განაცხადა.

კირცხალიას შეფასებით, „ლელოს“ დამოკიდებულება არის სწორედ ის, როგორიც ALDE-ს აქვს საქართველოს მიმართ, „რამდენადაც აღნიშნული პარტიის წვერებმა სამშობლოს ცნება არ იციან“.

„ლელოს“ დამოკიდებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც აქვს ამ დანაყოფს ქვეყნის მიმართ და თავისი სამშობლოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ცნება, დარწმუნებული ვარ არცერთმა არ იცის „ლელოში“. რაც შეეხება ALDE-ს, მათ პატრონებს ეს ALDE იქნება, თუ სხვა არაარჩეული ბიუროკრატები ბრიუსელში დღეს, რას ვხედავთ? - ჩვენ კარგად ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, არც მანამდე აკლებდნენ ამ დამოკიდებულების გამოხატულებას, უბრალოდ 2022 წლიდან გახდა ძალიან თვალსაჩინო და ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, ისინი არა მხოლოდ არ გმობენ ამ ყველაფერს, არამედ ახალისებდნენ ამ ყველაფერს. როდესაც შენ ევროკავშირის სახელით საუბრობ, როდესაც შენ ფურცელზე, დოკუმენტზე გქვია პოლიტიკური პარტია და შენ ახალისებ პოლიციელის დაწვას და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, როდესაც შენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი გქვია და „ვენის კონვენციით“ უნდა მოქმედებდე მასპინძელ ქვეყანაში და შენ ამ ყველაფრის შემდეგ ბანერებს აბეჭდინებ და „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ ქვეყანაში და გვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას, ლაზარეს შემდეგ ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რასაც აპირებდა, პირდაპირ ტერორიზმს და ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაყოფის მსოფლმხედველობასა და მათი პატრონების სურვილებზე ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა