შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ეჭვი აქვს იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს - რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს

უპირველეს ყოვლისა, არანაირი ეჭვი არ არსებობს საზოგადოებაში, ვისაც ეჭვი აქვს, ეს არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს, მათ შორის, ბრიუსელიდან პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით და აჯერებენ, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ადამიანებს რასაც უნდათ, იმას აჯერებენ, ეს კი, მისი შეფასებით, ჰიბრიდული ომის მეთოდია.

,,ამ რწმენით რომ არიან ადამიანები და ეს ადამიანები ტელევიზიებში დადიან და არც ერიდებათ ამაზე საუბარი, ეს ხომ აჩვენებს, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როცა იმ ჯგუფზე ვსაუბრობთ,

რომელსაც პირდაპირ ტვინი აქვს გამორეცხილი. ეტყვიან, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული - დაიჯერებენ, ეტყვიან მეორეს, მესამეს, ყველაფერს დააჯერებენ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ჰიბრიდული ოპერაციის ერთ-ერთი ფრაგმენტი და ზოგადად ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი გარკვეულწილად, როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ევროპულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად გამოურეცხა ამ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს ტვინი, რომ ყველაფერს აჯერებენ.

შეგახსენებთ, უბრალოდ რომ გვესმოდეს, რა ტიპის მოწყვლად ჯგუფთან გვაქვს საქმე: ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ელანდებოდათ კედლებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებზე რაღაც ნიშნები, რომლებზეც აღმოჩნდა კატის ნახატი, გამოსახულება და ამბობდნენ, რომ ეს იყო აღნიშვნა თუ როგორ უნდა დაებომბა რუსეთს და ა.შ. რომ რაღაც სპეცჯგუფი მოქმედებდა საქართველოში. ამ ადამიანებს დააჯერეს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღის გამოყენება. დააჯერეს, რომ სააკაშვილს დემენცია ჰქონდა და შემდეგ დააჯერეს, რომ დემენციისგან განიკურნა მსოფლიოში პირველად ადამიანი. აი სწორედ ამას აკეთებს დღეს ბრიუსელი, აი ეს არის ყველაზე საშინელება დღეს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ტვინს ურეცხავენ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,ღამის კურიერის” ეთერში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა