შალვა პაპუაშვილი - ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა - ეს იგივეა, ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არა

ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეს.

მისივე თქმით, ელისაშვილის ბრალს სამართლებრივად, უკვე სასამართლო შეაფასებს.

ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. თუ არ უნდა, რომ ამას ასე დაარქვას, ეს მისი პრობლემაა. თავად აღიარა დანაშაული. შესაბამისად სამართლებრივი კვალიფიკაცია გასაგებია, რაც არის. ეს იგივეა ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არ აღიარებდეს. ასე არ არის ცხოვრება აწყობილი. მან, რაც ჩაიდინა აღიარა. ყველამ ვნახეთ კადრებიც პირდაპირ ეთერში და ამას ტერორიზმი ჰქვია. როცა ვხედავთ მკვლელობას, ამას ჰქვია მკვლელობა, როცა აღიარებს ამ ფაქტს და არსებობს ვიდეო მტკიცებულებაც, სასამართლოს გარეშეც შეგვიძლია ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალის სამართლებრივ შეფასებას, ამას, რა თქმა უნდა, სასამართლო გააკეთებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „ლელო" „ალდეს" წევრია, შესაბამისად, ალეკო ელისაშვილი და მისი პარტიაც არის „ალდეს" თანამებრძოლი.

როგორც პირველი კანონმდებელი აცხადებს, ალეკო ელისაშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია და ისინი თანამშრომლობას არჩევნების შემდეგაც აგრძელებდნენ. მისივე თქმით, „ლელომ" თავადვე განაცხადა, რომ მათი თანამებრძოლი ტერორისტია.

„მოქალაქეები” და ალეკო ელისაშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. არჩევნებზე და არჩევნების შემდეგაც ისინი თანამშრომლობას აგრძელებდნენ და ეს მათ გუშინაც განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ ტერორისტის თანამებრძოლები არიან. „ლელო" „ალდეს" წევრი გახლავთ, შესაბამისად ალეკო ელისაშვილი და მისი პარტიაც არის „ალდეს" თანამებრძოლი. ანუ „ალდეს" თანამებრძოლი არის ტერორისტი. ამის შემდეგ ჩვენ „ლელოსაც" ასე მოვიაზრებთ და „ალდესაც", როგორც ტერორისტის თანამებრძოლს. ყველას შევახსენებ, რომ „ალდეს" ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი. ის ორი ევროკომისარი, რომელიც საქართველოს მიმართ მავნე, დეზინფორმაციული განცხადებებით გამოირჩევიან და განსაკუთრებით აგრესიული ქართველი ხალხისა და მათი არჩევანის მიმართ არიან. ასე, რომ გასაგებია ტერორისტი არის მათი თანამებრძოლი და ამ გაგებით შესაბამისი დამოკიდებულება გვექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა "ღამის კურიერში".

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა