განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება.

შესაბამისი ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დეპუტატებს სპორტის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარუდგინა.

მისი თქმით, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხდება უფასო.

„უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს გულისხმობს სრული დაფინანსების მოდელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად, მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილში. ანუ სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, მათ ექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეებზე“,- განაცხადა გაბისონიამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა