სვეტლანა ტიხანოვსკაია - ლუკაშენკოს ბოლოდროინდელმა პროვოკაციებმა ლიეტუვა აიძულა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა

ლუკაშენკოს ბოლოდროინდელმა პროვოკაციებმა, რომლის დროსაც კონტრაბანდულ ბუშტებს სამოქალაქო ავიაციის მუშაობის ჩაშლის მიზნით იყენებენ, ლიეტუვა აიძულა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს ლიეტუვას ამ ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე.

„რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების შექმნა გაგრძელდება მანამ, სანამ დიქტატურა არსებობს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ლიეტუვას ამ ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ“, - წერს ტიხანოვსკაია.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი საჰაერო ბუშტების გაშვება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა შეიარაღებულ ძალებს მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს და ქვეყნის უწყებებს მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს