ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება - ადგილობრივები აცხადებენ, რომ თაყაიშვილის ქუჩაზე დაუსრულებელ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და მერთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ თაყაიშვილის ქუჩაზე კორპუსის დაუსრულებელ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

მანამდე აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ და საქმესთან დაკავშირებით, პროცესის დროული ჩანიშვნა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მთავრობის წევრებთან შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეებს შეკითხვები აქვთ ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან და მათი პრობლემის მოსაგვარებლად, მერის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საპროტესტო აქციები მუდმივად გაიმართება.

„მერიამ იცის პრობლემა, გადაწყვეტილება სად არის? 200-ზე მეტი ოჯახი იბრძვის სიცოცხლისთვის, ნუ გვაგრძნობინებთ, რომ მოქალაქე მეორე ხარისხოვანია”, -აცხადებენ ბათუმის მერიასთან შეკრებილი მოქალაქეები.

„აღნიშნულ კორპუსში რემონტის გაკეთების უფლებას არ გვაძლევენ, ამ კორპუსში ვერ ვცხოვრობთ, გაუსაძლისი სიტუაციაა, 12 სართულიდან მხოლოდ 7 სართულია აშენებული. სახურავი არ აქვს კორპუსს, მერიაში ამბობენ, რომ კერძო დავაში ვერ შევალთო და მიგვითითეს სასამართლოსკენ. ვითხოვთ უსაფრთხო გარემოს, ჩვენი უფლებების დაცვას და ახალ მერს საკითხის მოგვარებას. ქირით ვცხოვრობთ და ამასაც ნორმალურად ვერ ვიხდით. უმრავლესობა ნათესავებთან არიან შესახლებული, 11 წელია საქმე სასამართლოშია და სამართალი ვერ ვიპოვეთ. პასუხს ვერ ვიღებთ",- ამბობენ შეკრებილები.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება