ირაკლი კირცხალია - ბოლო დღეებია არაფორმალური მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობისა და ე.წ. მედიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება - მიხედეთ საკუთარ ქვეყანას! მიხედეთ საკუთარ ხალხს!

ბოლო დღეებია, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობისა და ასევე, კონტროლის ქვეშ მოქცეული ე.წ. მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - მიხედეთ საკუთარ ქვეყანას! მიხედეთ საკუთარ ხალხს! - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „იმ ქვეყნის რეალური ვითარება, რომელიც იცლის და საქართველოს მიმართ, ბინძური ცილისწამებით არის დაკავებული, არ არის სახარბიელო“.

„ბოლო დღეებია ჩვენი ქვეყნის მიმართ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობისა და ასევე, კონტროლის ქვეშ მოქცეული ე.წ. მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ სამარცხვინო ცილისწამების პასუხად მინდა ვთქვა შემდეგი: „მცირე ბიზნესი კვდება, დიდი ბიზნესი მიდის, ადამიანებს საკუთარი კბილების ამოღება უწევთ, რადგან სტომატოლოგთან მისვლა არ შეუძლიათ. ჩვენ შემოგვყავს მიგრანტები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ბანდები ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდნენ წარმოუდგენელ სექსუალურ დანაშაულებს ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ. ეს დანაშაულები ხელისუფლების მიერ იყო დაფარული. ვერავის ვაძევებთ ქვეყნიდან, ადამიანის უფლებათა ქსელისა და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დივერსიფიცირების გამო. ხალხი სასოწარკვეთილებაში, მაგრამ არც კი აქვთ უფლება, რომ ამაზე ისაუბრონ. თუ ტრანსგენდერული იდეოლოგების წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაგაპატიმრონ. აეროპორტში, თქვენს სახლში, ოფისში. ერი, რომელმაც გამოიგონა სიტყვის თავისუფლება და სწორედ 1695 წელს დაარსდა თავისუფალი პრესა, ახლა სახელმწიფო ცენზურის სამშობლოა. ამ კატასტროფას, ბრიტანეთის, ინგლისის, ლონდონის დაცემას ხელმძღვანელობს მმართველი ელიტა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სძულს. რაც შეეხება კონკრეტულად BBC-ის, დეზინფორმაციის გამავრცელებელი მთავარი იარაღია და მიხარია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამხილა ეს ფარისევლები“ - მე ახლა წავიკითხე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის განცხადება, რომელიც ძალიან კარგად და ნათლად ასახავს იმ ქვეყნის რეალურ ვითარებას, რომელიც იცლის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ ბინძური ცილისწამებით არის დაკავებული. მიხედეთ საკუთარ ქვეყანას! მიხედეთ საკუთარ ხალხს! ეს იქნება ჩვენი პასუხი და ბოლოს, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ლიზ ტრასის ამ სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ“, - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს